
მენტალური ჯანმრთელობა და სამუშაო გარემო
-
სალონური შეხვედრა
-
8 აპრილი
-
სალექციო დღე: სამშაბათი
-
20:00 - 22:00
-
50 ₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, "ორგანიზაციული კეთილდღეობის" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები მაია ხოსიტაშვილთან თემაზე: მენტალური ჯანმრთელობა და სამუშაო გარემო.
სამუშაო გარემოში მენტალური ჯანმრთელობა დიდწილად განსაზღვრავს ჩვენს პროდუქტიულობასა და ეფექტიანობას. სტრესი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს გადატვირთული გრაფიკით, კომუნიკაციის პრობლემებით ან სამუშაოს ბუნებით, მნიშვნელოვნად აფერხებს თანამშრომელთა კეთილდღეობას.
ლექცია მიმოიხილავს სტრესის გამომწვევ მიზეზებს, მის გავლენას ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე და პრაქტიკულ სტრატეგიებს მისი მართვისთვის. განხილული იქნება ემოციური თვითრეგულაციის, დროის მართვის, სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსის შენარჩუნებისა და კონფლიქტების მართვის ტექნიკები.
📅 შეხვედრის თარიღი: 8 აპრილი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖დასწრების საფასური - 50₾
🔖 სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322
🤝ლექციათა ციკლის პარტნიორი - ავერსი ფარმა - Aversi Pharma