რას ელის თაობა z მენეჯერებისგან
მასტერკლასი-
მასტერკლასი
-
3 საათი
-
ფასი: 80 ლარი
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემია გთავაზობთ მედეა ტაბატაძის ტრენინგს.
◾ თემა: „რას ელის თაობა Z მენეჯერებისგან"
➡︎ თანამედროვე კორპორაციებში სხვადასხვა თაობის ადამიანები მუშაობენ. თუმცა, ზუმერების, იგივე „თაობა ზეტი“, მართვა გამოწვევად რჩება, რადგან ქცევა და მოლოდინები სრულად განსხვავდება წინამორბედი თაობებისაგან.
ჩვენი კურსი, „რას ელიან მენეჯერებისგან ზუმერები“, მსმენელებს გაუზიარებს მნიშვნელოვან ინფორმაციას, თუ რა უნდა შეიცვალოს ორგანიზაციებში ზუმერებთან თანამშრომლობისას და რას ელიან ისინი მენეჯერებისგან.
1. როგორ დავაინტერესოთ ჩვენი კომპანიით თაობა ზეტი ?
2. ზუმერი თანამშრომლების რეკრუტინგი, შერჩევა და ონბორდინგი - ინდივიდუალური გამოცდილების შექმნა;
3. რას მოიაზრებენ ზუმერები განვითარებად,რა არის მათთვის კარიერა;
4. რატომ ტოვებენ ზუმერები ორგანიზაციას;
5. რატომ ელიან ზუმერები ლიდერებისგან მკაფიოდ დეკლარირებულ ღირებულებებს და რა ღირებულებებია მათთვის მნიშვნელოვანი?
6. რა ქმნის ზუმერების მოტივაციას, ანაზღაურება, საქმე, ლიდერი თუ გარემო
7. ახალი თაობის „მდიდრები“- ზუმერები მაღალშემოსავლიანი თაობაა;
8. რატომ არ ენდობიან თაობა ზეტი მართვის სისტემებს?
9. რატომ გახდა მნიშვნელოვანი ზუმერებისთვის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა.
შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებს სხვადასხვა კომპანიების გამოცდილების გაზიარებასა და დისკუსიას სხვადასხვა კომპანიების მიერ შექმნილ ახალ მიდგომებზე.
◾ ტრენინგის დაწყების თარიღი - 26 ივნისი
◾შეხვედრის დღე - ოთხშაბათი
◾ შეხვედრის ხანგრძლივობა – 3 საათი
◾ ტრენინგის საფასური - 80₾
შეხვედრის დაწყების დრო - 19:00 - 22:00 სთ
დასწრება შესაძლებელია მხოლოდ ადგილზე.
მისამართი: თ. იოსებიძის 57
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40