აზროვნების აკადემიის
მისამართები თბილისში
- თინა იოსებიძის 57
- ირაკლი გამრეკელის 41
- პეტრე ქავთარაძის 44
ხშირად დასმული კითხვები
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
აზროვნების აკადემია პროექტებს ახორციელებს როგორც ზრდასრულსებისთვის, ასევე 5-17 წლის მოზარდებისთვის. აზროვნების აკადემიას, ასევე, აქვს საბავშვო ბაღი, სადაც მიღება ხდება 2 წლის ასაკიდან.
აზროვნების აკადემიაში ზრდასრულებისთვის ტარდება სალონური საუბრები; შეხვედრების ფარგლებში, დამსწრე აუდიტორიას საშუალება აქვს მყუდრო გარემოში განიტვირთოს და, ამავდროულად, თანამონაწილეობა მიიღოს საინტერესო თემების განხილვაში მომხსენებლებთან ერთად.
ასევე, აზროვნების აკადემია საზოგადეობას სთავაზობს ლექციათა ციკლებს და სასწავლო კურსებს ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, ლიტერატურის, მენეჯმენტის და სხვა მიმართულებებით.
აზროვნების აკადემიამ შექმნა საკვირაო სკოლა 5-17 წლის მოზარდებისათვის. სკოლაში ორი ძირითადი მიმართულებაა – ფსიქოლოგია და მხ. ლიტერატურა. მხატვრული ლიტერატურის იდეაა წიგნის კითხვის პოპულარიზაცია მოზარდებში, კრიტიკული აზროვნების, ანალიტიკური უნარების განვითარება. მოსწავლეები ეცნობიან და კითხულობენ სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებს, მსჯელობენ მათზე, არჩევენ ფილმებს. ფსიქოლოგთან შეხვედრებზე ჯგუფურად განიხილება ასაკისთვის აქტუალური პრობლემეზე. ჯგუფურად ხდება პიროვნულ ზრდაზე მუშაობა, ემოციების რეგულაციის სწავლა, ფობიებისა და კომპლექსების დაძლევა, მიჯაჭვულობების გააზრება და გადალახვა და ა.შ.
ამავე საიტზე კურსების კატეგორიაში აირჩიეთ ზრდასრულების ან მოზარდების მიმართულება, გახსენით თქვენთვის საინტერესო კურსის აღწერა და გაიარეთ რეგისტრაცია.