მედეა ტაბატაძე

ადამიანური რესურსების მართვა 4.0

HR მენეჯმენტის კურსი
  • 12 ლექცია
  • ფასი: 1600 ლარი
  • სერტიფიკატი
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

აზროვნების აკადემია გთავაზობთ კურსს - ადამიანური რესურსების მართვა 4.0.

კურსს გაუძღვება HRM/OD კონსულტანტი მედეა ტაბატაძე.

▪ თანამედროვე პერიოდის ადამიანური რესურსების მართვა განსხვავებულ და განახლებულ მიდგომებს მოითხოვს.

▪ თანამშრომლების დაქირავება და შენარჩუნება თანამედროვე კომპანიების ძირითადი გამოწვევაა. შესაბამისად, ადამიანური რესურსების მართვა მენეჯერების მნიშვნელოვან და აუცილებელ კომპეტენციად იქცა.

▪ მენეჯერებმა და ლიდერებმა უნდა იცოდნენ თუ რა ქმნის დღეს ადამიანური რესურსის / ცოდნის სიმცირეს, რა ცვლილება უნდა განხორციელდეს შერჩევის, გუნდის მართვის, ურთიერთობის, ანაზღაურების, განვითარებისა და მოტივაციის მიმართულებით.

▪ ტრენინგების განმავლობაში მონაწილეები განიხილავენ სხვადასხვა ცნობილი კომპანიების ქეისებს და საკუთარ კომპანიებში არსებულ რეალურ გამოწვევებს.

▪ კურსი განკუთვნილია HRM პროფესიონალებისთვის, ვინც მუშაობს და პასუხისმგებელია ორგანიზაციაში HRM სტრატეგიის განსაზღვრასა და აღსრულებაში.

▪კურსის ფარგლებში ჩატარდება 12 შეხვედრა.

▪ ჯგუფის წევრები : 15-18 მონაწილე.

▪ კურსის დაწყების თარიღი - 27 მარტი

▪ დაწყების დრო: 20:00 სთ.

▪ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

▪ სალექციო დღე: ოთხშაბათი

▪ ღირებულება : 1600 ლარი კურსზე მოქმედებს სპეციალური კორპორატიული შეთავაზება:

▪ კომპანიიდან 2 ან 3 ადამიანის დასწრების შემთხვევაში - 10% ფასდაკლება;
▪ 4 ან 5 ადამიანის დასწრების შემთხვევაში - 15% ფასდაკლება;
▪ 6 ან 6-ზე მეტი ადამიანის დასწრების შემთხვევაში - 20% ფასდაკლება.

▪ კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც

მისამართი: თინა იოსებიძის #57

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

  • ონბორდინგის, განვითარების, ლიდერების განვითარების, ტრენინგებისა და შეღავათების პროგრამების დიზაინი ბიზნესის ანალიზისა და თანამშორმლების მოლოდინების მიხედვით

  • 1) სისტემური HRM მოდელი

    • სისტემური HRM მოდელის განხილვა;

    • სისტემური HRM განვითარების საჭიროება;

    • სხვადასხვა ტიპის მონაცემები HRM-ში;

    • მონაცემების ანალიზი ცვლილებების შესაფასებლად და დასაგეგმად.

    ქეისი - საკუთარ ორგანიზაციებში არსებული გამოწვევების, საჭიროებისა და HRM პროგრამების შესაბამისობის შეფასება, პირველადი მონაცემების გაანალიზება.

    2) HRM-ის დაგეგმვა უნარების მიხედვით

    • მრავალმხრივი უნარების საჭიროება ორგანიზაციებში, ტალანტების შიდა ბაზრის განვითარების, რესურსის დეფიციტის შემცირებისა და შენარჩუნების მიზნით;

    • უნარების დაგეგმვის სპეციფიკა - მონათესავე უნარები, მომავალ როლსა და სამუშაოზე;

    ქეისი - ვოლმარტის მულტიუნარიანი ტალანტების მართვის კონცეფცია


    3) რეკრუტინგის მოდელის ცვლილება

    • სოციალური რეკრუტინგის ახალი მეთოდები (ინფლუენსერი, Shorts, Reels და ვიდეო რეკრუტინგი).

    • პლათფორმული რეკრუტინგი;

    • სორსინგის განვითარება და პოტენციური კანდიდატების დაინტერესების შექმნა;

    • დამსაქმებლის ბრენდინგის მნიშვნელოვნება დღეს და კანდიდატებისთვის ახალი, განსხვავებული, დამატებითი ღირებულების შეთავაზება.

    • რეკრუტინგის პროცესის ციფრული გადაწყვეტილებები, ATS სოფთვეარების განვითრება. კანდიდატის გამოცდილების კვლევა

    ქეისი- ლინქდინის ტალანტების დაქირავება უნარების მიხედვით

    ქეისი - საკუთარ ორგანიზაციებში არსებული რეკრუტინგის განახლებული მოდელზე მუშაობა



    4) შერჩევა

    • გეიმიფიკაცია - შერჩევის პროცესში, გემიფიკაციით უნარების შეფასება.

    • კულტურასთან შესაბამისობის ინტერვიუ;

    • ქცევითი და სტრუქტურირებული ინტერვიუ;

    • ონლაინ ინტერვიუს ფორმატი;

    • სატელოფონო ინტერვიუ;

    • ინტერვიუ წინასწარ შეთავაზებული კითხვების მიხედვით;

    • ინტერვიუ როლთან შესაბამისობის შესაფასებლად;

    • შეფასების ცენტრის განახლებული მოდელი;

    • რეკრუტინგის, სორსინგისა და შერჩევის მონაცემები და ანალიზი, კანდიდატის გამოცდილების კველვა და შეფასება;

    5) ახალი თანამშრომლის ონბორდინგი

    • ონბორდინგის განსაკუთრებული მნიშვნელობა დღევანდელ გარემოში და ახალ თანამშრომელზე ფოკუსირებული, ინდივიდუალური ონბორდინგი;

    • ახალი თანამშრომლის შეფასება და გამოცდილების კვლევა;

    ქეისი - Spotify ონბორდინგის გამოცდილება



    6) შეფასების ახალი რეალობის მოდელი

    • ხშირი უკუკავშირი;

    • ფორმალური და არაფორმალური უკუკავშირები;

    • შეფასების ყველაზე გავრცელებული მოდელის, ‘360 გრადუსიანი შეფასების’ განვითარების სპეციფიკა ორგანიზაციებში;

    • 360 გრადუსიანი შეფასების შეცვლილი მოდელი;

    • უნარები vs შედეგები;

    • განვითარება უკუკავშირის გაზიარებით;

    • HR მენეჯერის ახალი როლი შეფასების სისტემის განვითარებასა და შეფასების პროცესში- მენეჯერების და თანამშრომლების მენტორინგი და მონაცემების დამუშავება.

    ქეისი - თანამშრომლების შეფასება დისნეიში


    7 – 8) (2 შეხვედრა)

    • ანაზღაურების ახალი მოდელები:

    • ანაზღაურება კულტურასთან შესაბამისობის გამო;

    • ანაზღაურება გრძელვადიანი თანამშორმლობისა და მუდმივი ტრანსფორამციის გამო.

    • სტრატეგიული ანაზღაურების მოდელის განხილვა;

    • სახელფასო კვლევის მონაცემები სტრატეგიული ანაზღაურების განვითარების პროცესში;

    • ახალი შეღავათების საჭიროება გადატვირთული და გაზრდილი სამუშაოების ტექნოლოგიების განვითარებისა და მუდმივი ცვლილებების ფონზე;

    • ორგანიზაციული კულტურა და ლიდერი ანაზღაურების მოდელში.


    9) HR მონაცემების ანალიზი

    • ანლიტიკური რეპორტები ორგანიზაციაში HRM პროგრამების შესაფასებლად (HR measurements);

    • სხვადასხვა ტიპის რეპორტებით მიღებული ინფორმაცია vs მონაცემები ადამიანებზე.

    ქეისი - თანამშრომლების დიდი გადინება ფოქსკონი-ში


    10) სამუშაოს დიზაინის გავლენა თანამშრომლების მოტივაციაზე;

    • „საინტერსო სამუშაო“- ს სპეციფიკა და ორგანიზაციის გამოწვევები;

    • „სამუშოს შექმნა“ (job crafting)თანამშრომლის მიერ მოტივაციისა და გუნდის შენარჩუნების მიზნით.

    ქეისი - სამუშაოების კრაფტინგი საკუთარ პოზიციებზე


    11) თანამშრომლების შენარჩუნების გამოწვევები

    • სხვადასხვა თაობებისგან შექმნილი გუნდები;

    • განსხვავებული მოლოდინები და ერთგვაროვანი მიდგომების შესაუბამობა;

    • რას გულისხმობს Human Centric HRM და რატომ გახდა საჭირო ადამიანის საჭიროებების გათვალისწინება სამუშაოს დიზაინისანაზღაურებისა და განვითარების მიმართულებით.


    12) შეხვედრა

  • ბიზნესანალიტიკისა და  პროდუქტების მართვის მეთოდოლოგია და პრინციპები HRM სხვადასხვა პროგრამებზე მუშაობისას.

  • ონბორდინგის, განვითარების, ლიდერების განვითარების, ტრენინგებისა და შეღავათების პროგრამების დიზაინი ბიზნესის ანალიზისა და თანამშორმლების მოლოდინების მიხედვით

ქეისი - საკუთარ ორგანიზაციაში ერთ-ერთი პროგრამის რედიზაინი BA და PM მეთოდოლოგიით
რესურსების მართვა მედეა

ასევე გაეცანით