ChatGPT მეტი პროდუქტიულობისთვის
ვორქშოფი-
ვორქშოფი
-
3 საათი
-
ფასი: 160 ლარი
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემია გთავაზობთ ლელა მაჩაიძის ვორქშოფს.
თემა: „ChatGPT მეტი პროდუქტიულობისთვის"
➡︎ ეს არის 3 საათიანი ვორქშოფი, რომელიც გაგაცნობთ ChatGPT-4-ის ძალას და შესაძლებლობებს. ისწავლით როგორ გამოიყენოთ ChatGPT-4 პროფესიულ და პირად ცხოვრებაში თქვენი აქტივობების გასამარტივებლად და პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად.
ვორქშოფისას მოწოდებული პრაქტიკული სავარჯიშოები, რეალური მაგალითებითა და შაბლონებით მოგცემთ საშუალებას შეასრულოთ ყოველდღიური სამუშაოები უფრო სწრაფად და ეფექტურად.
◼️ შეიტყობთ, თუ რატომ არის საჭირო კითხვის დასმის (Prompt) ცოდნა ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ChatGPT-4-ის სრული პოტენციალის რეალიზაციისთვის.
➡︎ კითხვის სწორად დასმის ხელოვნების ცოდნა, მოგცემთ საშუალებას მოკლე დროში მიიღოთ ხარისხიანი შედეგი და გაზარდოთ პროდუქტიულობა, როგორც პირად, ასევე პროფესიულ ცხოვრებაში. ეს ვორქშოფი გასწავლის როგორ გამოიყენოთ GenAI ტექნოლოგია მარტივად.
◾ შეხვედრის ხანგრძლივობა – 3 საათი
➡︎ ვორქშოფზე დასწრების წინაპირობა: ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
➡︎ დამსწრეებს ადგილზე უნდა ჰქონდეთ სმარტფონი ან ლეპტოპი
➡︎ ვორქშოფზე დასაშვებია მაქსიმუმ 15 მონაწილე
◾ ვორქშოფზე დასწრების საფასური - 160₾
◾ ჩატარების თარიღი: 22 მაისი, ოთხშაბათი , 19:00 - 22:00
დასწრება შესაძლებელია მხოლოდ ადგილზე.
მისამართი: თ. იოსებიძის 57
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (MBA)
ბიზნეს ურთიერთობების მენეჯმენტის პროფესიონალი (BRMP) და პროფესიონალი Scrum Master (PSM)
მას ასევე აქვს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მაგისტრის სერთიფიკატი პროექტების მენეჯმენტში და არის Erickson Coaching International-ის კურსდამთავრებული.
18 წლის განმავლობაში, სხვადასხვა სექტორში ხელმძღვანელობდა ათობით პროექტს, მონაწილეობდა 320 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ინიციატივების მართვაში ქვეყნის მასშტაბით.
ის სპეციალიზირებულია პროდუქტის განვითარებაში, ინოვაციური ინიციატივების და კაპიტალური პროექტების განხორციელებაში. 10 წლის განმავლობაში იყო რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის (ლაბორატორიის), მისი ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორიების და საველე სადგურების კონცეპტის, დიზაინის, მშენებლობა-აღჭურვის, შენობების ექსპლუატაციაში გაშვების, პერსონალის უნარების და შესაძლებლობების, ორგანიზაციული განვითარების პროგრამის დირექტორის მოადგილე.
საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორების 2500-ზე მეტი მენეჯერისთვის ქართულ და ინგლისურ ენებზე ჩატარებული აქვს პროექტის ოპერაციების, პროექტის მონიტორინგის და კონტროლის, რისკების მართვის და ცვლილებების მართვის 1000-ზე მეტი ტრენინგი.
როგორც ბიზნეს კონსულტანტი ლელა მუშაობდა მსოფლიოს წამყვან კორპორაციებთან. მისი სპეციალიზაციაა პროგრამისა და პროექტის მენეჯმენტი, მონიტორინგის/კონტროლის სისტემის შემუშავება და ვალიდაცია, პროცედურისა და სისტემების შემუშავება და დანერგვა, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შემუშავება. ლელას აქვს პროექტის მართვის კომპანიების მსოფლიო ათეულში შემავალ კორპორაციებთან Bechtel და CH2MHILL მუშაობის გამოცდილება მაღალ მენეჯერულ თანამდებობებზე.