აზროვნების აკადემიაში ზრდასრულებისთვის ტარდება სალონური საუბრები; შეხვედრების ფარგლებში, დამსწრე აუდიტორიას საშუალება აქვს მყუდრო გარემოში განიტვირთოს და, ამავდროულად, თანამონაწილეობა მიიღოს საინტერესო თემების განხილვაში მომხსენებლებთან ერთად. ასევე, აზროვნების აკადემია საზოგადეობას სთავაზობს ლექციათა ციკლებს, სასწავლო კურსებსა და ტრენინგებს ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, ლიტერატურის, მენეჯმენტის და სხვა მიმართულებებით.