ფილოსოფიის საფუძვლების
კურსი
-
20 ლექცია
-
40 საათი
-
ფასი: 985 ლარი
-
სერთიფიკატი
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
ფილოსოფიის საფუძვლების კურსზე რეგისტრაცია იწყება!
ფილოსოფია წარმოადენს 2500 წლოვანი ტრადიციის მქონე დისციპლინას, რომელმაც უნდა დასვას შეკითხვები ყველაზე ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორიცაა: რა არის ყოფნა, რა არის ჭეშმარიტება, ცოდნა, სიკეთე, რატომ არსებობს რაღაც, იმის მაგივრად, რომ იყოს არაფერი. ყოველი ცოდნის სისტემა, იქნება ეს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული თუ სხვა სახის მეცნიერება, გარკვეულ ფილოსოფიურ წანამძვრებზე დგას და, ამგვარად, ფილოსოფიის ისტორიის შესწავლა აუცილებელი წინაპირობაა საერთოდ ადამიანური აზროვნების ისტორიისა და არსის გაგებისათვის.
კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ფილოსოფია და ფილოსოფიის ისტორია, სურს ქრონოლოგიურად გაჰყვეს მისი განვითარების ეტაპებს, გაეცნოს ძირითად სკოლებსა და დოქტრინებს.
კურსის მონაწილეები დარგის სპეციალისტებთან ერთად გაეცნობიან დასავლური ფილოსოფიის ისტორიას, ანტიკურ საბერძნეთში მისი ჩასახვიდან მოყოლებული – დღემდე. კურსი გააერთიანებს ყველა პროფესიის, ასაკის, განსხვავებული ინტერესის მქონე მსმენელს, რომლებსაც შეეძლებათ არაფორმალურ გარემოში, მსჯელობისა და ინტერაქციის ფორმატით საინტერესო მომხსენებლებთან ერთად განიხილონ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი. კურსის მონაწილეებთან აქტიურ კავშირში იქნებიან არა მხოლოდ ლექტორები, არამედ მოდერატორებიც, რომლებიც მონაწილეებს მიაწვდიან სხვადასხვა ფილოსოფოს ავტორთა ტექსტებს, სამეცნიერო სტატიებს, სურვილისამებრ დაეხმარებიან დამატებითი ინფორმაციის მოძიებაში და გზას გაუკვალავენ მათ ამ საკმაოდ კომპლექსური დისციპლინის სიღრმეებში.
კურსის ფარგლებში გაიმართება 20 შეხვედრა:
ძველი ბერძნული ფილოსოფიის აღმოცენება და არქეს (საწყისის) პრობლემა – ლევან გიგინეიშვილი
ელეატური ფილოსოფია – მიხეილ მირაშვილი
ძველი ბერძენი სოფისტები და ფილოსოფია – მიხეილ მირაშვილი
პლატონის ლოგიკა და მეტაფიზიკა – მიხეილ მირანაშვილი
არისტოტელეს ორგანონი – მიხეილ მირაშვილი
პლატონის მოძღვრება სულის შესახებ – ანა ქირია
არისტოტელეს მეტაფიზიკა – ანა ქირია
სტოიკური და ეპიკურეანული ეთიკა – მიხეილ მირაშვილი
ნეოპლატონიზმი – ანა ქირია
ფილოსოფია პატრისტიკულ ხანაში – დაჩი ფაჩულია
შუა საუკუნეების ქრისტიანული ფილოსოფია – სქოლასტიკა – ლევან გიგინეიშვილი
რენესანსის ფილოსოფია - ანა ქირია
კონტინენტური რაციონალიზმი - რენე დეკარტი და "კოგიტო" – ლევან გიგინეიშვილი
ბრიტანული ემპირიზმი – ლევან გიგინეიშვილი
იმანუელ კანტის ფილოსოფიური სისტემა – ლევან გიგინეიშვილი
ჰეგელის ფილოსოფიური სისტემა – ლევან გიგინეიშვილი
კარლ მარქსის ფილოსოფია – ლევან გიგინეიშვილი
ფრიდრიხ ნიცშეს სიცოცხლის ფილოფოსია – ლევან გიგინეიშვილი
ფენომენოლოგია და მარტინ ჰაიდეგერის ფილოსოფია – ავთანდილ ძამაშვილი
პოსტმოდერნიზმი – ლევან გიგინეიშვილი
კურსი დაიწყება 27 ოქტომბერს შედგება 20 შეხვედრისგან.
შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, პარასკევს 20:00 საათზე
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 საათი
კურსის ღირებულება – 985ლ.
მოსწავლეებისთვის და ბაკალავრის სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) – 25% ფასდაკლება
მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი, 0 %-იანი განვადება
კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც ZOOM-ის მეშვეობით
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
მისამართი: თინა იოსებიძის #57
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40