განათლების ფსიქოლოგია

განათლების ფსიქოლოგიის კურსი

  • 18 ლექცია
  • 36 საათი
  • ფასი: 1200 ლარი
  • სერთიფიკატი
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

აზროვნების აკადემიაში იწყება ახალი კურსი - განათლების ფსიქოლოგია.

◼ კურსის მიზანია სწავლების და შესწავლის პროცესის გაგება (გაუმჯობესება). განათლების ფსიქოლოგებმა ჩამოაყალიბეს მეცნიერება და მეთოდები, აგრეთვე ისინი ფსიქოლოგიის ცოდნასა და სხვა დისციპლინებს იყენებენ იმისთვის რომ შეისწაცლონ სწავლება და ათვისება ყოველდღიურ სიტუაციებში.

▶ კურსი განკუთვნილია:

• ფსიქოლოგებისთვის;
• პედაგოგებისთვის;
• კურსის თემატიკით დაინტერესებული ნებისმიერი მსურველისთვის.


▶ კურსი იძლევა პრაქტიკული ნაწილის გავლის შესაძლებლობას. თეორიული ნაწილის დასრულების შემდგომ, კურსის მანაწილეს, რომელსაც ექნება ფსიქოლოგიის ან/და ლიტერატურის მიმართულებით აკადემიური განათლება, სურვილის შემთხვევაში, გასაუბრების საფუძველზე შეუძლია გაიაროს სტაჟირება აზროვნების აკადემიის ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილი არაფორმალური განათლების მიმართულებაში.
სტაჟირება მოიცავს: აზროვნების აკადემიის ბავშვების/მოზარდების არაფორმალური განათლების მიმართულებით შეხვედრების მართვის სრულ ციკლში ჩართულობას (შეხვედრაზე დაკვირვება - დაგეგმვა, შეხვედრის ჩატარება, შეფასება- უკუკავშირის მიღება);

▶ პრაქტიკული ნაწილის გავლისას მონაწილეს სუპერვიზიას გაუწევს აზროვნების აკადემიის “საკვირაო სკოლის” შეხვედრის წამყვანი (პედაგოგი);
პრაქტიკული ნაწილის ხანგრძლივობა: 2 თვე, 10 საათი

➡ ლექციის დაწყების თარიღი: 5 დეკემბერი

◼ სალექციო დღეები - სამშაბათი, ხუთშაბათი, 20:00 საათი

ლექციის ხანგრძლივობა 2-3 საათი
კურსის ღირებულება: 1200 ₾
კურსზე მოქმედებს 25 % ფასდაკლება პედაგოგებისთვის
მისამართი: თ. იოსებიძის 57

  • განათლების ფსიქოლოგია 1: ეფექტიანი სკოლები და წარმატებული მასწავლებლები, მასწავლებლობა, როგორც კარიერა. განვითარების ზოგადი პრინციპები - გარემოსა და გენეტიკის როლი განვითარებაში. ნატა ასათიანი
  • განათლების ფსიქოლოგია 2: კვლევა და განათლება: დაკვირვება, შემთხვევის ანალიზი(case study), კორელაცია, ექსპერიმენტი, ტესტირება, ინტერვიუ, პროექციული და თვითშეფასების (თვითანგარიშის) მეთოდები. ნატა ასათიანი
  • ლევ ვიგოტსკის სოციო-კულტურული თეორიის პრინციპები და მათი გამოყენება სწავლებისა და კოგნიტური განვითარებისათვის, სასწავლო პროცესის ფასილიტაცია - „სკაფოლდინგი “ -ხარაჩოს აღმართვისა და დამხმარე საშუალებათა სისტემის ეფექტიანი გამოყენება. ნატა ასათიანი
  • ბიჰევიორიზმი და სოციალური დასწავლა სკინერის ოპერანტული დასწავის პრინციპების გამოყენება სასწავლო პროცესისა და ქცევის მართვაში, პოზიტიური აღზრდა. მოდელი და მასზე დაკვირვებით სწავლა. ა. ბანდურას სოციალურ-კოგნიტური მიდგომის გამოყენება სწავლისა და ქცევის თვითრეგულაციაში. ლელა ტყეშელაშვილი
  • ემოციური ინტელექტი. მარინა კაჭარავა
  • სწავლებისადმი ჰუმანისტური მიდგომა - კარლ როჯერსისა და აბრაჰამ მასლოუს ჰუმანისტური პრინციპების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში. დიმიტრი უზნაძის, მარია მონტესორის, ჯონ დიუის, დევიდ პერკინსის პედაგოგიური შეხედულებები და მათი გამოყენება. ლელა ტყეშელაშვილი
  • სოციალური და ზნეობრივი განვითარება -ფსიქო - სოციალური განვითარების სტადიები ერიკ ერიკსონის მიხედვით, ადამიანის ზნეობრივი განვითარება ჟ. პიაჟესა და ლ.კოლბერგის თეორიების მიხედვით, მათი გამოყენება სწავლებისა და აღზრდის პროცესში - კონკრეტული რეკომენდაციები. ქეთევან აბდუშელიშვილი
  • კონსტრუქტივიზმი და დირექტიული სწავლება - სწავლების ტრადიციული და თანამედროვე მეთოდები: დირექტიულობა, კონსტრუქტივიზმი და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება. სწავლა აღმოჩენების გზით - ჯერომ ბრუნერის თეორია. ნინო ბუაძე
  • აკადემიური მიღწევები და შეფასება - განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება, სასწავლო მიზნების მიღწევის შეფასება ბლუმისა და სოლო ტაქსონომიების მეშვეობით, შეფასების მეთოდები (გამოკითხვა, ტესტირება, ესსე და სხვ.) შეფასების ალტერნატიული მეთოდები თანამედროვე განათლების სისტემაში. ნინო ბუაძე
  • მოტივაცია და სასწავლო პროცესში ჩართულობა - შინაგანი და გარეგანი მოტივები, ეფექტური უკუკავშირისა და შექების სტრატეგიები. ნინო ბუაძე
  • მოტივთა იერარქია - მასლოუს პირამიდა და მისი გამოყენება საკლასო ოთახში. მიღწევის მოტივაცია, კონტროლის შინაგანი და გარეგანი ლოკუსი, წარმატებისა და მარცხის ატრიბუცია - ექსტერნალები და ინტერნალები. სასკოლო შფოთვა და მისი გავლენა მოტივაციაზე. ნინო ბუაძე
  • ადამიანის კოგნიტური განვითარების პრინციპები ჟან პიაჟეს მიხედვით. თეორიის მნიშვნელობა განათლების ფსიქოლოგიისათვის, მისი გამოყენება სწავლა - სწავლების პროცესში. ქეთევან აბდუშელიშვილი
  • ნარების განვითარება როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება - აზროვნებისა და მეხსიერების განვითარების კოგნიტური სტრატეგიები. მეტაკოგნიცია -სწავლის სწავლა, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარება სწავლა-სწავლების პროცესში. ინტელექტი და კრეატიულობა, ჰოვარდ გარდნერის მრავლობითი ინტელექტის თეორია, ინტელექტის ტიპი და სწავლის სტილი - სწავლება დიფერენცირებული მიდგომით. სოციო-ემოციური სწავლება და მისი მეთოდები. ლელა ტყეშელაშვილი
  • სტრესი, ემოციური გადაწვა. მარინა კაჭარავა
  • საკლასო ოთახის მენეჯმენტი - სასწავლო პროცესის მართვის სხვადასხვა სტილი, ქცევის მართვა და თვითრეგულიაცია. ქეთევან ოსიაშვილი
  • ინკლუზიური განათლების პრინციპები - განსაკუთრებული მოსწავლეები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები: სენსორული, სოციო-ემოციური, ქცევითი, დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეების სწავლება: ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის სინდრომი, აუტიზმის სპექტრი, კოგნიტური განვითარების პრობლემები. ქეთი მაყაშვილი
  • ინკლუზიური განათლების პრინციპები - განსაკუთრებული მოსწავლეები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები: სენსორული, სოციო-ემოციური, ქცევითი, დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეების სწავლება: ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის სინდრომი, აუტიზმის სპექტრი, კოგნიტური განვითარების პრობლემები. ქეთი მაყაშვილი
განათლების ფსიქოლოგია

ასევე გაეცანით