სიყვარული - ყოფიერების ონტოლოგია
სალონური საუბრები-
სალონური საუბრები
-
19 მაისი
-
2 საათი
-
ფასი: 50 ლარი
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლი - "სიყვარული" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: სიყვარული- ყოფიერების ონტოლოგია, რომელსაც დეკანოზი თეოდორე გიგნაძე წარუძღვება .
ლექცია ეძღვნება ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ ფილოსოფიურ და არსებობრივ კითხვას: რა აძლევს სამყაროს და ადამიანის სიცოცხლეს შინაარსს. განხილული იქნება ადამიანის, როგორც მოაზროვნე არსების, უნარი აღიქვას სამყაროს სიდიადე და ამავე დროს ეძებოს მისთვის მნიშვნელობა. ყურადღება გამახვილდება იმ იდეაზე, რომ სამყაროს ღირებულება სრულად იშლება ადამიანის ცნობიერებაში, ხოლო თავად ადამიანის სიცოცხლე კარგავს არსს, თუ მასში არ არსებობს სიყვარული, როგორც ცენტრალური ღირებულება.
შეხვედრის ფარგლებში მსჯელობა შეეხება სიყვარულის მნიშვნელობას კულტურაში, მის ფილოსოფიურ და სულიერ განზომილებებს, ასევე მის კავშირს ადამიანის თვითშემეცნებასთან.
📅 შეხვედრის თარიღი: 19 მაისი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖დასწრების საფასური - 50₾
🔖სკოლის მოსწავლეებისთვისა და სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40