აღწერა
ანა ღვინიანიძე პიროვნება და მეტამორფოზა

სიმპტომიდან ცვლილებამდე: პიროვნების გარდასახვის შესახებ

ანა ღვინიანიძე
  • სალონური შეხვედრა
  • 17 დეკემბერი
  • 20:00
  • 50 ₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

"პიროვნება და მეტამორფოზა" ციკლის ფარგლებში, აზროვნების აკადემიაში გაიმართება შეხვედრა ანა ღვინიანიძესთან თემაზე: „სიმპტომიდან ცვლილებამდე: პიროვნების გარდასახვის შესახებ"

▶ პიროვნება ბევრ ცვლადს შორის – თანდაყოლილი მიდრეკილებები, აღზრდა, სხვადასხვა გარემო ცვლადი – ურთიერთქმედებების საფუძველზე ჩამოყალიბებული რთული მთლიანობაა, რომელიც ადამიანს გარემოსთან – სხვებთან და საკუთარ თავთან შეგუებაში ეხმარება. პიროვნება ერთგვარი გზამკვლევია, რომელსაც „მე” იყენებს და ეყრდნობა იმისათვის, რომ გადარჩეს, განვითარდეს და გარდაისახოს. 

▶ ხშირად, ფსიქიკური აშლილობების ჩივილები ჩვენი ძირეული, ზოგადადამიანური მოთხოვნილებების ხანგრძლივი დაუკმაყოფილებლობის და მათი ირიბად დაკმაყოფილების გზაა. 

▶ ფსიქიკური აშლილობების ჩივილები ერთგვარი სარკეა, რომელიც, ხშირად, პირველ რიგში, ჩვენგან ითხოვს ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემას, როგორიცაა: „რატომ არსებობს ეს ჩივილი?”, „რის აუცილებლობაზე მიანიშნებს ამ ჩივილის არსებობა?”, „რატომ მჭირდება ეს ჩივილი და რომელი ცვლილებები მჭირდება იმისათვის, რომ ჩივილები აილაგმოს?”, „რამდენად მზად ვარ ცვლილებისათვის?”


📅 შეხვედრის თარიღი: 17 დეკემბერი, 20:00 სთ

⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 საათი

💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖დასწრების საფასური - 50₾

🔖 სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"

🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

📍 მისამართი: იოსებიძის 57

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40