აჩუქე განათლება
ახალი წლის პერიოდში, ვცდილობთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს ვაჩუქოთ მათთვის ღირებული და სამახსოვრო საჩუქარი. ერთ-ერთი ასეთი საჩუქარი - განათლებაა, ჩვენ გვჯერა, რომ ის კრიტიკულ როლს თამაშობს პიროვნული განვითარების პროცესში.
სწორედ ამიტომ, აზროვნების აკადემიის ახალი ინიციატივის - „აჩუქე განათლების” ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ აჩუქოთ განათლება თქვენთვის ძვირფას ადამიანს და ამავდროულად, თავადაც დასაჩუქრდეთ
აჩუქე წიგნები
აზროვნების აკადემიის გამომცემლობა 39 წიგნს აერთიანებს. აჩუქეთ სასურველი წიგნი თქვენთვის ძვირფას ადამიანს და მიიღეთ საჩუქრად იმავე ღირებულების წიგნი თქვენთვის
აჩუქე ონლაინ კურსები
ონლაინ აკადემია აზროვნების აკადემიის პლატფორმაა, სადაც 60-ზე მეტი ვიდეო კურსი დაგხვდებათ. შეიძინეთ თქვენთვის სასურველი კურსი და აზროვნების აკადემია გაუგზავნის იმავე ღირებულების სასაჩუქრე ბარათს თქვენს მიერ არჩეულ ადამიანს
აჩუქე საგანმანათლებლო შეხვედრები
აზროვნების აკადემია სისტემატიურად მართავს სალონურ საუბრებს, სალექციო კურსებს, ტრენინგებს, მასტერკლასებსა და ლექციათა ციკლებს სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებთან ერთად.
“აჩუქე განათლების” ფარგლებში, შევქმენით 50₾, 100₾ და 200₾-იანი სასაჩუქრე ბარათები, რომლის გამოყენებეაც შესაძლებელი იქნება 2025 წლის საგანმანათლებლო პროგრამებზე.
აჩუქეთ თქვენთვის სასურველი ღირებულიბის ბარათი სხვას და დასაჩუქრდით იმავე ღირებულების ბარათით თქვენც