ნაფიქრალი
დრო
-
თარიღი: 19 დეკემბერი
-
კარის გახსნა 11:00
-
ღონისძიების დასაწყისი 12:00
-
ღირებულება: 150₾
-
რადისონ ბლუ ივერია (პირველი რესპუბლიკის მოედანი 1)
„ნაფიქრალი“ აზროვნების აკადემიის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება! ის აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის საინტერესო ადამიანების გამოსვლებს ერთ მთავარ თემაზე, ჩვენ კი მოცალეობის ჟამს ვიკრიბებით, რომ მოვისმინოთ მათი ნაფიქრალი და თავადაც გავხდეთ ფიქრის თანამონაწილეები.
🗓️ 2023 წლიდან ჩვენ უკვე ოთხი თემის გარშემო მოვისმინეთ ადამიანების ნაფიქრალი: მეტამორფოზა; გზა; მენტალური ჯანმრთელობა; სიტყვის ძალა. გამომსვლელებმა ისაუბრეს მათ გამოცდილებებზე, შეხედულებებსა და ფიქრებზე თემების გარშემო, ამჯერად, ჩვენი შეხვედრისა და საერთო გააზრების მთავარი თემა „დრო“ იქნება, ფენომენი, რომელიც მუდმივად მოქმედებს, ცვლის და განსაზღვრავს თითოეული ჩვენგანის ყოფიერებას.
კაცობრიობის სწრაფი პროგრესის კვალდაკვალ, დრო კვლავაც რჩება ადამიანისთვის ყველაზე იდუმალ, მიუწვდომელ და ამავდროულად ზოგჯერ იმედის მომცემ ფენომენად. ზოგჯერ შეუმჩნევლად გარბის, ხანაც გაუსაძლისად იწელება, აჩენს იარებს ან, პირიქით, კურნავს მათ. ჩვენც, საუკუნეების განმავლობაში ვფიქრობთ მასზე, ვქმნით თეორიებსა და შეხედულებებს, მაგრამ ხშირად გვიპყრობს განცდა, რომ დრო ამოუცნობია. არ ვიცით, რას გვიმზადებს, როგორ იცვლება ან როდის ამოიწურება.
თანამედროვე, აჩქარებულ სამყაროში დროის თემატიკა განსაკუთრებით აქტუალურია: გამძაფრდა განცდა, რომ დროს უნდა მოვუფრთხილდეთ. ხშირად ვებრძვით საათის ისრებს და ვეძებთ პასუხს კითხვაზე: „სწორად ვიყენებთ თუ არა ჩვენს დროს?“
ყველამ ვიცით, რომ დრო არ არის მხოლოდ საზომი ერთეული; ის არის უამრავი განსხვავებული პერსპექტივის გადაკვეთის წერტილი. ერთსა და იმავე ფენომენს სრულიად სხვაგვარად ხედავს ფსიქოლოგია, ფილოსოფია, სულიერება, ლიტერატურა, ფიზიკა, არქიტექტურა და ყველა სხვა უნიკალური სფერო, რაც კაცობრიობას დღემდე შეუქმნია.
სწორედ ამ მრავალფეროვნებისა და მნიშვნელოვნების გამო, დრო იქცა „ნაფიქრალის“ მთავარ სასაუბრო თემად, სადაც თითოეული მომხსენებლის შინაგანი მონოლოგი საშუალებას მოგვცემს აღვიქვათ იგი სხვადასხვა პერსპექტივიდან, გავიგოთ, როგორ მოქმედებს ის ჩვენზე და კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, თუ როგორ ვატარებთ და რა გვართმევს ყველაზე მეტ დროს.
ღონისძიების პროგრამა
8 გამოსვლა განსხვავებული ხედვებითა და პერსპექტივებით
სხვადასხვა პროფესიისა და გამოცდილების მქონე რვა გამომსვლელი დროის ფენომენს საკუთარი სფეროსა და პირადი გამოცდილების პერსპექტივიდან განიხილავს.
პანელური დისკუსია - „დროისა და ფიქრის ქურდები“
რა გვართმევს ყველაზე მეტ დროს თანამედროვე სამყაროში? როგორ მოქმედებს ყოველდღიური ინფორმაციული ნაკადი, აჩქარებული ცხოვრების რიტმი და ჩვენი ჩვევები ფიქრისა და გააზრების შესაძლებლობაზე? ამ საკითხებს პანელური დისკუსია დაეთმობა.
მუსიკისა და პოეზიის საღამო
ღონისძიების დასკვნით ნაწილში მუსიკისა და პოეზიის მეშვეობით გავიხსენებთ, როგორ იცვლებოდა ხელოვნება დროში და როგორ აისახებოდა სხვადასხვა ეპოქის სულისკვეთება შემოქმედებაში.
▪️ ღონისძიების სტრატეგიული პარტნიორია - ავერსი ფარმა
📅 ღონისძიების თარიღი: 19 დეკემბერი
🕛 კარის გახსნა: 11:00 სთ
🕐 ღონისძიების დასაწყისი: 12:00 სთ
⏳ ღონისძიების ხანგრძლივობა - 6 საათი
📌 მასპინძელი: რადისონ ბლუ ივერია (პირველი რესპუბლიკის მოედანი 1)
🔖 ღონისძიებაზე დასწრების ღირებულება:
პირველი კალათა - 150₾ (მიმდინარე ფასი)
მეორე კალათა - 175₾
მესამე კალათა - 200₾
🔖 ბილეთების კორპორატიულად შესყიდვისთვის მოგვწერეთ: info@azraki.ge