ანდრო დგებუაძე-სინდისთან დიალოგი
-
სალონური შეხვედრა
-
4 თებერვალი
-
20:00
-
50 ₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
ანდრო დგებუაძის ლექცია „სინდისთან დიალოგი“, ჩატარდება ლექციათა ციკლის „პიროვნება და მეტამორფოზა“ ფარგლებში. ლექცია შეეხება ადამიანის შინაგან დიალოგს, თვითრეფლექსიას და სინდისის როლს პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში.
▶ მეტამორფოზა, უამრავი კუთხიდან შეიძლება იყოს განხილული, თუმცა კონკრეტული ლექცია დაგვეხმარება გავიაზროთ, თუ როგორ იქცევა შინაგანი დიალოგი პიროვნული ზრდისა და ტრანსფორმაციის განუყოფელ ნაწილად. მეტამორფოზის თემის ფარგლებში, აქცენტი გაკეთდება იმ უნიკალურ წერტილზე, რომელიც ჩვენს პიროვნებაში ფუნქციონირებს როგორც შინაგანი მსაჯული – სინდისი. ესაა შინაგანი ხმა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას გავარჩიოთ კეთილი და ბოროტი, ვიმსჯელოთ ჩვენს ქმედებებზე და ვიპოვოთ ჰარმონია საკუთარ თავთან.
▶ ლექცია დაგეხმარებათ გაიაზროთ, როგორ ვიპოვოთ ბალანსი შინაგან ხმებთან ურთიერთობაში, როგორ მივიღოთ სინდისის განსჯა და როგორ გავხდეთ შინაგანი ტრანსფორმაციის აქტიური მონაწილეები. ეს იქნება მოგზაურობა თვითშემეცნებისკენ, სადაც სინდისი გვიჩვენებს გზას მეტამორფოზისკენ.
📅 შეხვედრის თარიღი: 4 თებერვალი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖დასწრების საფასური - 50₾
🔖 სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40