აღწერა

მოტივაცია და დისციპლინა

მარინა კაჭარავას ტრენინგი
  • სალონური შეხვედრა
  • 28 იანვარი
  • 19:00
  • 80₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში გაიმართება მარინა კაჭარავას ტრენინგი  თემაზე: "მოტივაცია და დისციპლინა"

ბევრი ადამიანი იცნობს მდგომარეობას, როცა მიზნები არსებობს, სურვილიც არის, მაგრამ მოქმედება ჭიანურდება, მოტივაცია სწრაფად ქრება და ყოველდღიურობაში დისციპლინა ვერ ნარჩუნდება. ჩნდება შიდა წინააღმდეგობა, თვითკრიტიკა და განცდა, რომ „უნდა ვაკეთებდე, მაგრამ ვერ ვიწყებ“. ეს მდგომარეობა ხშირად არ არის სიზარმაცის შედეგი, არამედ მოტივაციისა და ქცევის ფსიქოლოგიური მექანიზმების გაუთვალისწინებლობის შედეგია.


ტრენინგზე განვიხილავთ მოტივაციის ფსიქოლოგიის ძირითად თეორიებს და იმას, თუ როგორ მუშაობს მოტივაცია როგორც ენერგიის წყარო და მიმართულების მიმცემი ძალა. შემდეგ ვისაუბრებთ დისციპლინაზე როგორც ჩვევასა და სისტემაზე, რომელიც ეხმარება მოტივაციას შენარჩუნებასა და რეალიზებაში. 


შეხვედრა  ტარდება პრაქტიკულ ტრენინგ ფორმატში და აერთიანებს მოკლე ფსიქო-საგანმანათლებლო ბლოკებსა და თვითრეფლექსიურ სავარჯიშოებს. მონაწილეები იმუშავებენ საკუთარ მაგალითებზე, ჩვევების ანალიზზე.


ტრენინგზე ვისაუბრებთ:

  • მოტივაციის ფსიქოლოგიის ძირითად თეორიებზე და მათი გამოყენების პრაქტიკულ მნიშვნელობაზე;

  • დისციპლინა როგორც ჩვევა და სისტემა;

  • შიდა წინააღმდეგობა და თვით-საბოტაჟი: რა გვაჩერებს მოქმედებისგან

  • მცირე ქმედებების ძალა და პასუხისმგებლობის აღება ყოველდღიურ ცხოვრებაში;


ტრენინგი განკუთვნილია:

  • ადამიანებისთვის, რომლებიც გრძნობენ მოტივაციის ხშირ დაკარგვას

  • პროფესიონალებისთვის და მენეჯერებისთვის, რომლებსაც უჭირთ დაწყება და პროცესის შენარჩუნება

  • მათთვის, ვისაც სურს უფრო სტაბილური, არა ემოციურ მდგომარეობაზე დამოკიდებული მოქმედება

  • ყველა დაინტერესებული პირისთვის..



📅 შეხვედრის თარიღი: 28 იანვარი, 19:00 სთ

⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 3 საათი

🔖 დასწრების საფასური: 80₾
🔖 სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორაციული შეთავაზება. 

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

📍 დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილზე 📍მისამართი: თინა იოსებიძის #57 

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40