„ბეჭდების მბრძანებელი" (ძალაუფლება და მორალი)
ლაშა კილაძე-
სალონური შეხვედრა
-
17 თებერვალი
-
20:00
-
30₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე „ბეჭდების მბრძანებელი"(ძალაუფლება და მორალი), რომელსაც ექიმი ფსიქიატრი, ლაშა კილაძე წარუძღვება.
შეხვედრა შეეხება ჯ.რ.რ. ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებლის“ ანალიზს ძალაუფლებისა და მორალური პასუხისმგებლობის კონტექსტში. განხილვა დაეფუძნება ტექსტის, როგორც ალეგორიული ნარატივის ინტერპრეტაციას, სადაც ბეჭედი წარმოდგენილია როგორც ძალაუფლების სიმბოლო, რომელიც მოქმედებს პერსონაჟების გადაწყვეტილებებზე, აჩენს ეთიკურ დილემებსა და განაპირობებს პიროვნულ ტრანსფორმაციებს.
გაანალიზდება, როგორ ხდება ძალაუფლება მორალური გამოცდა და როგორ აყალიბებს იგი ინდივიდის ღირებულებით სტრუქტურას. ყურადღება დაეთმობა პერსონაჟთა განსხვავებულ რეაქციებს ძალაუფლების ცდუნებაზე (ფროდო, გენდალფი, ბორომირი, გოლუმი), როგორც მორალური არჩევანის, თვითკონტროლისა და პასუხისმგებლობის სხვადასხვა მოდელებს.
ლექცია საშუალებას გვაძლევს გავიხსენოთ “ბეჭდების მბრძანებლის” სამყარო, ვისაუბროთ მასში გამოთქმულ და გამოხატულ მნიშვნელოვან საკითხებზე და ღიად ვიმსჯელოთ აუდიტორიის საინტერესო კითხვებზე როგოც ნაწარმოებზე, ასევე მის ღია თუ დაფარულ იდეებზე.
📅 შეხვედრის თარიღი: 17 თებერვალი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
🔖 დასწრების საფასური: 30₾
🔖 სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორაციული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილზე
📍მისამართი: თინა იოსებიძის #57
☎ დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40