ინდივიდუაცია
რეზო კორინთელი-
სალონური შეხვედრა
-
31 იანვარი
-
20:00
-
50 ₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, 🔗"თვითშემეცნება და ინდივიდუაცია" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: "ინდივიდუაცია". რომელსაც ფსიქიატრი, ფსიქოანალიტიკოსი რეზო კორინთელი წარუძღვება.
🎓ინდივიდუაცია არის ფსიქოლოგიური პროცესი, რომლის მეშვეობით ადამიანი თანდათან ხდება საკუთარი თავის ავთენტური ვერსია. პროცესში ადამიანი შორდება გარედან თავსმოხვეულ როლებს, მოლოდინებსა და იდენტობებს და იწყებს შინაგანი „მე“-ს გაცნობიერებას. ეს არის გზა საკუთარი "ჩრდილის", შინაგანი კონფლიქტების, სურვილებისა და ღირებულებების გაცნობით მთლიანობისკენ. ადამიანს აძლევს შესაძლებლობას იცხოვროს უფრო გაცნობიერებული, შინაარსიანი და საკუთარ თავთან თანხვედრაში მყოფი ცხოვრებით. სწორედ ამ მნიშვნელოვან ცნებასა და საკითხს შეეხება შეხვედრა, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას, მოისმინოთ საკუთარ თავამდე მისვლის ფსიქოანალიტიკური ხედვები და დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები.
📅 შეხვედრის თარიღი: 31 იანვარი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖 დასწრების საფასური: 50₾
🔖 სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍მისამართი: თინა იოსებიძის #57
☎ დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40