აღწერა

გარემოს ფსიქოლოგია

  • სალონური საუბრები
  • 10 მარტი
  • სალექციო დღე: სამშაბათი
  • 20:00 - 22:00
  • 50₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, 🔗"ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოლოგია"-ს ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: "გარემოს ფსიქოლოგია",  რომელსაც ფსიქოლოგიის დოქტორი, ევროპული - EAGT აკრედიტაციის მფლობელი, EAP სერტიფიცირებული გეშტალტ ფსიქოთერაპევტი თეა გოგოტიშვილი წარუძღვება.

შეხვედრა შეეხება იმას, თუ როგორ მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე სივრცე, ადამიანები, მოვლენები და ყოველდღიური სიტუაციები. საუბარი იქნება კონტაქტზე, ურთიერთქმედებაზე და იმაზე, თუ როგორ ვქმნით ჩვენს გამოცდილებას გარემოსთან ურთიერთობით.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმობა მსჯელობასა და პრაქტიკულ ფსიქოლოგიურ სავარჯიშოებს კონკრეტულ ხერხებს, რომლებიც დაგეხმარებათ გააცნობიეროთ გარემოსთან თქვენი კონტაქტის სტილი, გააძლიეროთ ადაპტაციის უნარი და უფრო შეგნებულად მართოთ თქვენი ურთიერთობა გარემოსთან.

📅 შეხვედრის თარიღი: 10 მარტი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖დასწრების საფასური - 50₾
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40