დეპერსონალიზაცია და ყოველდღიურობა
-
სალონური საუბრები
-
17 მარტი
-
სალექციო დღე: სამშაბათი
-
20:00 - 22:00
-
50₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, 🔗"ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოლოგია"-ს ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: "დეპერსონალიზაცია და ყოველდღიურობა", რომელსაც ანდრო დგებუაძე წარუძღვება.
ლექცია დაეთმობა იმ მექანიზმებსა და მდგომარეობებს, რომლებიც თანამედროვე ცხოვრების რუტინაში შეიძლება შეუმჩნევლად ჩამოყალიბდეს და ადამიანის აზროვნებასა და თვითაღქმაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.
შეხვედრაზე განხილული იქნება ის „ხაფანგები“, რომელსაც ყოველდღიურობა გვთავაზობს. მდგომარეობები, როდესაც ადამიანი შეიძლება დაშორდეს საკუთარ გამოცდილებას, დაკარგოს სიღრმისეული აზროვნება და საკუთარ თავთან კავშირი. ლექცია შემოგთავაზებთ ამ საკითხის განსხვავებულ ხედვას და დაეხმარება მსმენელს გააცნობიეროს, როგორ შეიძლება ყოველდღიური ცხოვრების ფონზე საკუთარი თავისა და აზროვნების ხელახლა აღმოჩენა.
📅 შეხვედრის თარიღი: 17 მარტი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖დასწრების საფასური - 50₾
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40