აღწერა

სიყვარული და ჯანსაღი ურთიერთობები

ზურა მხეიძე
  • სალონური საუბრები
  • 30 აპრილი
  • სალექციო დღე: ხუთშაბათი
  • 20:00 - 22:00
  • 80₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლი  - "სიყვარული" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: სიყვარული და ჯანსაღი ურთიერთობები, რომელსაც ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე წარუძღვება .

ლექცია ფოკუსირებულია ურთიერთობებში დაშვებულ გავრცელებულ შეცდომებზე და იმაზე, როგორ მოქმედებენ ისინი ურთიერთობის ხარისხზე. სასიყვარულო ურთიერთობებში არასწორი ქცევითი პატერნები ხშირად იწვევს გაუგებრობას, დაძაბულობას და უკმაყოფილებას. შეხვედრა ეფუძნება რეალურ შემთხვევებსა და დაკვირვებებს, რომლებიც ყოველდღიურ ურთიერთობებში ვლინდება.

ლექციის მიზანია მონაწილეებმა უკეთ გააცნობიერონ საკუთარი ქცევები და ურთიერთობის დინამიკა, დაინახონ ის ტიპური შეცდომები, რომლებიც ხშირად შეუმჩნევლად აზიანებს კავშირს და ისწავლონ მათი მართვა. ეს შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც სურს უფრო გააზრებული, სტაბილური და ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბება.

 

📅 შეხვედრის თარიღი: 30 აპრილი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖დასწრების საფასური - 80₾
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40