აღწერა

ნარცისული კულტურა ემოციურად არასტაბილური შედეგებით

ნინო ნანეიშვილი
  • სალონური საუბრები
  • 22 აპრილი
  • სალექციო დღე: ოთხშაბათი
  • 20:00 - 22:00
  • 50₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში "ლექციათა ციკლი  - ექიმებისთვის" ფარგლებში გაიმართება შეხვედრა თემაზე: ნარცისული კულტურა ემოციურად არასტაბილური შედეგებით , რომელსაც მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი - ინტეგრას ფსიქიატრი, ნინო ნანეიშვილიწარუძღვება .

ლექცია ეხება თანამედროვე ადამიანის ფსიქიკურ რეალობას, იმ ცვლილებებს, რომლებიც 21-ე საუკუნის სოციალური, ტექნოლოგიური და კულტურული ტრანსფორმაციების ფონზე ჩამოყალიბდა. განხილვის ცენტრში დგას იდენტობის კრიზისი: განსხვავება რეალურ „მე“-სა და ციფრულ პერსონას შორის, მათი დაძაბული ან დისჰარმონიული თანაარსებობა და ის ფსიქოლოგიური შედეგები, რაც ამ კონფლიქტს მოაქვს.

შევეხებით „ნარცისიზმის ეპოქას“, რომელიც აღწერს თანამედროვე პიროვნების მდგომარეობას: მუდმივი აღიარების მოთხოვნილება, მყიფე თვითშეფასება, ემოციური არასტაბილურობა და შიდა სიცარიელის განცდა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ პარადოქსს, სადაც ადამიანი ერთდროულად ისწრაფვის სიახლოვისკენ და ამავე დროს გაურბის მას, ქმნის გრანდიოზულ თვითაღქმას, თუმცა შინაგანად განიცდის დაუცველობას და დეზორიენტაციას.

ლექციის ფარგლებში განიხილება, როგორ ტრანსფორმირდება ფსიქოლოგიური ტკივილი თანამედროვე კონტექსტში, როგორ ვლინდება იგი სხეულზე მიმართულ თვითდესტრუქციულ ქცევებში, იმპულსურობაში და ემოციურ უკიდურესობებში, განსაკუთრებით მოზარდებში. მონაწილეები მიიღებენ როგორც თეორიულ ჩარჩოს, ასევე პრაქტიკულ ხედვებს, რომლებიც დაეხმარებათ უკეთ გაიგონ თანამედროვე ფსიქოპათოლოგიური გამოწვევები და შეიმუშაონ ეფექტური მიდგომები მათთან სამუშაოდ ინდივიდუალურ, კლინიკურ და საგანმანათლებლო სივრცეებში.

 

🤝შეხვედრის პარტნიორი - ავერსი ფარმნა - Aversi Pharma

 

📅 შეხვედრის თარიღი: 22 აპრილი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖დასწრების საფასური - 50₾
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40