ფეხბურთელის გრძელვადიანი განვითარება (ხედვა და დაგეგმვა)
ზურაბ ორაგველიძე-
8 მაისი
-
სალექციო დღე: პარასკევი
-
19:00 - 22:00
-
30₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემიაში გაიმართება შეხვედრა თემაზე: " ფეხბურთელის გრძელვადიანი განვითარება (ხედვა და დაგეგმვა)", რომელსაც საფეხბურთო კლუბ დინამო ბათუმის ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელი, საფეხბურთო სააგენტო "ქორნეა"-ს დამფუძნებელი ზურაბ ორაგველიძე წარუძღვება.
ლექცია შეეხება ფეხბურთელის განვითარების გზას 6 - 19 წლამდე და აერთიანებს როგორც სპორტული მომზადების, ისე მოზარდის ფიზიკური, კოგნიტური და მენტალური განვითარების პრინციპებს. განხილული იქნება, როგორ უნდა დაიგეგმოს სავარჯიშო პროცესი ასაკობრივი თავისებურებების შესაბამისად, რა მეთოდოლოგიური მიდგომებია ეფექტური სხვადასხვა განვითარების ეტაპზე და როგორ ნაწილდება დატვირთვები განსაკუთრებით ფიზიკური მომწიფების პერიოდში.
განხილული იქნება ის ფაქტორები, რომლებიც ხშირად თამაშის მიღმა რჩება, მაგრამ პირდაპირ განსაზღვრავს ფეხბურთელის პროგრესს: ძილი, აღდგენა, კვება, ცხოვრების სტილი და მათი გავლენა ტექნიკურ, ტაქტიკურ, ფიზიკურ და მენტალურ განვითარებაზე. ასევე განხილული იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარდამავალი ეტაპი, აკადემიის ფეხბურთიდან პროფესიონალურ ფეხბურთში გადასვლა, რა რისკები ახლავს ამ პროცესს და როგორ უნდა მოემზადოს ამისთვის როგორც მოთამაშე, ისე მისი გარემოცვა.
ლექცია საინტერესო და ღირებული იქნება მოზარდი ფეხბურთელებისთვის, მათი მშობლებისთვის, მწვრთნელებისა და საფეხბურთო მენეჯერებისთვის, ვისაც სურთ უკეთ გაიგოს ფეხბურთელის განვითარების სისტემა და ამ პროცესში სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ.
📅 შეხვედრის თარიღი: 8 მაისი, 19:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖დასწრების საფასური - 30₾
🔖 მშობლისა და შვილის დასწრების შემთხვევაში - 50₾
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40