აღწერა

იაპონური ლიტერატურა

თათია მემარნიშვილი
  • სალონური შეხვედრა
  • 7 მაისი
  • 20:00
  • 30 ₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში  გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: "იაპონური ლიტერატურა", რომელსაც  თათია მემარნიშვილი წარუძღვება.

როგორ განვითარდა იაპონური ლიტერატურა ჰეიანის ეპოქიდან 21-ე საუკუნემდე? 

ლექციაზე განვიხილავთ, თუ საიდან დაიწყო იაპონური ესთეტიკის აღქმა და როგორ მოვედით თანამედროვე ავტორებამდე? 

ლექციაზე ვისაუბრებ იმ განსაკუთრებულ ლიტერატურულ  მოვლენებზე და გამორჩეულ  ავტორებზე, რომლებმაც იაპონური ლიტერატურა განსაზღვრეს და მსოფლიო ლიტერატურულ სამყაროში ცალკე ნიშა შექმნეს, ესეთ ავტორებად შეგვიძლია მოვიაზროთ, აკუტაგავა, ოე, კავაბატა, მურაკამი, კობო აბე და მიშიმა, ამავე ავტორების ლიტერატურულ თუ ბიოგრაფიულ კონტექსტში ვისაუბრებთ იაპონური კულტურის ხასიათსა თუ ესთეტიურ მსოფლაღქმაზე, პიროვნული ძიებისა თუ გაუცხოების, იდეოლოგიურ, თუ იდენტობის საკითხებზე.

გელით შეხვედრაზე სადაც შესაძლებლობა გექნებათ მოისმინოთ ზემოაღნიშნული თემები და დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები.


📅  შეხვედრის თარიღი - 7 მაისი, 20:00 სთ

⌛  შეხვედრის ხანგრძლივობა - 2-3საათი

🔖 დასწრების საფასური: 30₾

🔖სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"

🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება. 

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

▶️ დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც

📍მისამართი: თინა იოსებიძის #57 

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40