აღწერა

პერსონალური ბრენდინგი

ალექსი ჩიქოვანი
  • ტრენინგი
  • 27 მაისი
  • 19:00
  • 80₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში გაიმართება ალექსი ჩიქოვანის ტრენინგი თემაზე: "პერსონალური ბრენდინგი".

ტრენინგი საკუთარი იდენტობის გააზრებაზე, პირადი ღირებულებებისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენაზე და მათი ავთენტურ, გამოკვეთილ პერსონალურ ბრენდად გარდაქმნაზეა პროფესიულ და პირად ცხოვრებაში უფრო მკაფიო პოზიციონირებისა და სწორი წარმოჩენისთვის.

განვიხილავთ, როგორ ვიპოვოთ ის გზა, რომელიც ადამიანს ეხმარება შექმნას საკუთარი თავი - ნაღდი პერსონალური ბრენდი; გახდეს ცნობილი კონკრეტული კომპეტენციის გამო და შეძლოს მისი ეფექტიანად „გაყიდვა“. საბოლოოდ კი მიიღებთ პასუხს მთავარ კითხვაზე: რატომ არის პერსონალური ბრენდინგი გამარჯვების გზა.

📅 შეხვედრის თარიღი: 27 მაისი 19:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 3 საათი

🔖 დასწრების საფასური: 80₾
🔖 სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორაციული შეთავაზება. 

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

📍 დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილზე 📍მისამართი: თინა იოსებიძის #57 

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40