ჯემალ ქარჩხაძის "მდგმური"
ანა ქირია-
29 მაისი
-
სალექციო დღე: პარასკევი
-
დასაწყისი: 20:00
-
40₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის: "ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედება" ფარგლებში გაიმართება შეხვედრა მწერლის მოთხრობაზე: "მდგმური", რომელსაც ფილოლოგიის დოქტორი, ფილოსოფოსი ანა ქირია წარუძღვება.
ტექსტი არა მხოლოდ სოციალური თუ ყოფითი ურთიერთობების აღწერაა, არამედ ადამიანის შინაგანი მდგომარეობების, მარტოობის, ძალაუფლების, სივრცის, მიკუთვნებულობისა და ეგზისტენციალური დაძაბულობის კვლევაც. ქარჩხაძისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური სიღრმე და სიმბოლური ხედვა მოთხრობას განსაკუთრებულ ინტელექტუალურ და ფილოსოფიურ მნიშვნელობას ანიჭებს.
📅 შეხვედრის თარიღი: 29 მაისი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖დასწრების საფასური - 40₾
🔖 სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40