აღწერა

რატომ გვიჭირს ზრდასრულობა?

ნუგზარ ძიძიგური
  • სალონური შეხვედრა
  • 25 ივნისი
  • 20:00
  • 40₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე "რატომ გვიჭირს ზრდასრულობა?", რომელსაც  პიროვნული განვითარებისა და დამოკიდებულებების სპეციალისტი ნუგზარ ძიძიგური წარუძღვება.

რატომ გვიჭირს ზრდასრულობა? რატომ გვიჭირს პასუხისმგებლობის აღება, საზღვრების დაცვა, ჯანსაღი ურთიერთობების შექმნა და საკუთარი ცხოვრების მართვა? ხშირად ასაკით ვიზრდებით, მაგრამ ემოციურად ისევ იმ ნიმუშებით ვმოქმედებთ, რომლებიც ბავშვობაში ვისწავლეთ. ვიმეორებთ ერთსა და იმავე კონფლიქტებს, გვიჭირს „არა“-ს თქმა, სხვების მოწონებაზე ვართ დამოკიდებული, ან საკუთარ საჭიროებებს ვივიწყებთ.

ლექციის ფარგლებში ვისაუბრებთ ემოციურ სიმწიფეზე, ურთიერთობებზე და პიროვნულ განვითარებაზე. შევეცდებით გავიგოთ, რა გვიშლის ხელს ზრდასრულ ცხოვრებაში და რა ნაბიჯები გვეხმარება უფრო თავისუფლად, პასუხისმგებლობით სავსე ცხოვრებასთან. ეს დაგვეხმარება საკუთარი თავის უკეთ გაგებაში. ლექციის მეორე ნახევარში კი შესაძლებელია მონაწილეებმა დასვან კითხვები.

📅 შეხვედრის თარიღი: 25 ივნისი, 20:00 სთ

⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

🔖 დასწრების საფასური: 40₾
🔖 სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორაციული შეთავაზება. 

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

📍 დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილზე
📍მისამართი: თინა იოსებიძის #57 

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40