ოჯახი - ურთიერთობები საზღვრები და მემკვიდრეობა
-
პანელური დისკუსია
-
9 ივლისი
-
სალექციო დღე: ხუთშაბათი
-
19:00 - 22:00
-
40₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ 9 ივლისს 🔗აზროვნების აკადემიის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი - ინტეგრა მართავს პანელურ დისკუსიას თემაზე "ოჯახი - ურთიერთობები საზღვრები და მემკვიდრეობა". თემაზე, რომელიც თითოეული ადამიანის ცხოვრების ყველაზე ფუნდამენტურ გამოცდილებას ეხება.
ოჯახი ადამიანის პირველი სოციალური და ემოციური გარემოა, სადაც ყალიბდება ჩვენი წარმოდგენები სიყვარულზე, სიახლოვეზე, თავისუფლებაზე, პასუხისმგებლობაზე, საკუთარ თავთან და სხვებთან ურთიერთობაზე. თუმცა ერთი და იგივე ოჯახური მოვლენა განსხვავებულად შეიძლება იქნეს გააზრებული სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მიმართულების მიერ.
შეხვედრას წარუძღვებიან აზროვნების აკადემიის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ „ინტეგრას“ ხელმძღვანელი ქეთი დალინკევიჩი და ფსიქოთერაპევტები: ფსიქოანალიტიკოსი გიორგი ჭანტურია, ეგზისტენციალური ფსიქოთერაპევტი ნია ძერია და გეშტალტთერაპევტი ელენე ბაჩიაშვილი.
დისკუსიის ფარგლებში „ინტეგრას“ ფსიქოთერაპევტები ოჯახურ თემებს საკუთარი თეორიული და პრაქტიკული პერსპექტივიდან განიხილავენ. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დაინახონ, როგორ განმარტავს თითოეული მიმართულება ოჯახში წარმოქმნილ სირთულეებს, კონფლიქტებსა და განვითარების შესაძლებლობებს.
დისკუსიის მთავარი ღირებულება სწორედ სხვადასხვა ფსიქოთერაპიული ხედვის გაცნობაა. როგორ უყურებს ფსიქოანალიზი ოჯახის არაცნობიერ დინამიკებს? რას გვთავაზობს ეგზისტენციალური ფსიქოთერაპია თავისუფლების, არჩევანისა და პასუხისმგებლობის კუთხით? როგორ განმარტავს გეშტალტთერაპია კონტაქტის, საზღვრებისა და ურთიერთობის პროცესს? რა ადგილს ანიჭებს სიყვარულს, პიროვნულ ზრდასა და ადამიანის ტრანსპერსონალურ პოტენციალს ფსიქოდინამიკური მიდგომა.
📅 შეხვედრის თარიღი: 9 ივლისი, 19:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖დასწრების საფასური - 40₾
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
დისკუსია მოიცავს შემდეგ თემებს:
• სიყვარულს, როგორც ტრანსპერსონალურ გამოცდილებას და მის დამახინჯებულ ფორმებს — შთანთქმას, კონტროლს, დომინაციასა და ემოციურ დამოკიდებულებას;
• სეპარაციას, თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას ოჯახურ ურთიერთობებში;
• ძალადობრივი ურთიერთობების ჩამოყალიბების ფსიქოლოგიურ მექანიზმებს;
• თანამედროვე ოჯახის გამოწვევებს: დროის დეფიციტს, ემოციურ გაუცხოებას, ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებსა და კონფლიქტების გადაჭრის გზებს;
• ბავშვს, როგორც ოჯახის სიმპტომის მატარებელს და ზოგჯერ ოჯახის სტაბილურობის შენარჩუნების მექანიზმს;
• მამის ფუნქციას ოჯახურ სისტემაში;
• ოჯახის მითებს, ტრანსგენერაციულ ტრავმებსა და თაობათაშორის გადაცემულ გამოცდილებებს;
• დედის სურვილს, მოლოდინებსა და ბავშვის ადგილს ოჯახურ სტრუქტურაში;
• იმ გამოუთქმელ პრობლემებს, რომლებსაც ბავშვები ხშირად საკუთარ ქცევაში, ემოციებსა და სიმპტომებში გამოხატავენ;
• ოჯახის სტრუქტურისა და საზღვრების მნიშვნელობას.