აღწერა

პიროვნების ეგზისტენციალური კრიზისი

განსხვავებული საზრისები
  • დასაწყისი: 4 ივლისი
  • სალექციო დღე; შაბათი
  • 19:00
  • ფასი: 80 ლარი
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში გაიმართება განსხვავებული საზრისები თემაზე: პიროვნების ეგზისტენციალური კრიზისი,  შეხვედრას წარუძღვებიან ფსიქიატრი, ფსიქოანალიტიკოსი რეზო კორინთელი და დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.

ეგზისტენციალური კრიზისი ადამიანის ყოფიერების ერთ-ერთი ყველაზე სიღრმისეული გამოცდილებაა. ის შეიძლება წარმოიშვას მაშინ, როცა ადამიანი ცხოვრების საზრისზე, საკუთარ არჩევანზე, თავისუფლებაზე, ტანჯვაზე, რწმენასა და არსებობის მნიშვნელობაზე იწყებს ფიქრს. ლექციაზე განვიხილავთ, რატომ ჩნდება ყოფიერების კრიზისი, რა შეიძლება იყოს მისი გამომწვევი მიზეზები, არის თუ არა ის დროებითი მდგომარეობა თუ ადამიანის ცხოვრების მუდმივი თანმდევი გამოცდილება.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეგზისტენციალური კრიზისის ქრისტიანულ ხედვას და სიღრმის ფსიქოლოგიის პერსპექტივას. ვისაუბრებთ არა მხოლოდ კრიზისის მტკივნეულ მხარეზე, არამედ მის დადებით მნიშვნელობაზეც, როგორ შეიძლება შინაგანმა დაძაბულობამ, გაურკვევლობამ და კითხვებმა ადამიანი უფრო ღრმა თვითშემეცნებამდე, სულიერ ძიებამდე და ცხოვრების საზრისის გააზრებამდე მიიყვანოს.
 

📅დასაწყისი: 4 ივლისი
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖დასწრების საფასური  - 80₾

🔖სკოლის მოსწავლეებისთვისა და სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40