აღწერა

ჩემი შინაგანი და გარეგანი საყრდენები

ნინო ბუაძე
  • სალონური საუბრები
  • 15 სექტემბერი
  • სალექციო დღე: სამშაბათი
  • 20:00
  • 50₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის  - 🔗"მოტივაცია და თვითშეფასება" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: ჩემი შინაგანი და გარეგანი საყრდენები, რომელსაც ფსიქოლოგი, აზროვნების აკადემიის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი ინტეგრას ფსიქოთერაპევტი ნინო ბუაძე წარუძღვება .

ლექცია ეძღვნება იმ რესურსებს, რომლებიც ადამიანს სირთულეებთან გამკლავებაში, გადაწყვეტილებების მიღებასა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენის შენარჩუნებაში ეხმარება.

შეხვედრაზე ვისაუბრებთ, რას ნიშნავს გარეგანი საყრდენი: ადამიანები, ურთიერთობები, გარემო და გამოცდილებები, რომლებთანაც თავს დაცულად და უსაფრთხოდ ვგრძნობთ და როგორ ყალიბდება შინაგანი საყრდენი, რომელიც გვაძლევს ძალას გავაგრძელოთ მოქმედება მაშინაც კი, როცა გზა ბუნდოვანია ან მხარდაჭერა ნაკლებია.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თვითშეფასების, მოტივაციისა და შინაგანი მდგრადობის ურთიერთკავშირს, ასევე იმას, როგორ შეგვიძლია ყოველდღიურ ცხოვრებაში შევქმნათ და გავაძლიეროთ როგორც შინაგანი, ისე გარეგანი საყრდენები. შეხვედრა დაგვეხმარება უკეთ დავინახოთ საკუთარი რესურსები და უფრო თავდაჯერებულად გადავდგათ ნაბიჯები ცვლილებისა და განვითარებისკენ.

📅 შეხვედრის თარიღი: 15 სექტემბერი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖დასწრების საფასური - 50₾
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40