აღწერა

ჰიბრიდული აზროვნება (ადამიანები და ტექნოლოგიები)

მედეა ტაბატაძის ტრენინგი
  • ტრენინგი
  • 27 ნოემბერი
  • 19:00
  • 60₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში გაიმართება ალექსი ჩიქოვანის ტრენინგი თემაზე: "ჰიბრიდული აზროვნება (ადამიანი და ტექნოლოგიები)".

ხელოვნური ინტელექტი უკვე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია: ის გვეხმარება ფიქრში, გადაწყვეტილებების მიღებაში და იმ წვრილმანი რუტინების მოგვარებაში, რომლებსაც ადრე დრო და ენერგია მიჰქონდა. მაგრამ რაც უფრო მეტს ვანდობთ მას, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება კითხვა: ვძლიერდებით თუ ვზარმაცდებით?

ადამიანის ტვინი ბუნებით ენერგიის დაზოგვისკენ მიისწრაფვის. თუ AI-ს მხოლოდ დავალებებს ვაძლევთ, აზროვნების „კუნთი“ თანდათან სუსტდება. მასტერკლასზე ვისაუბრებთ იმაზე, როგორ გადავიდეთ AI-ის მომხმარებლობიდან AI-სთან თანააზროვნებაზე , ისეთ თანამშრომლობაზე, სადაც ტექნოლოგია აფართოებს ჩვენს ინფორმაციას, ცოდნასა და უნარებს და არ ანაცვლებს ფიქრის პროცესს.

მონაწილეები შეძლებენ

• გამოიყენონ AI გადაწყვეტილებების გასაძლიერებლად და ყოველდღიური რუტინების გასამარტივებლად;

• ამოიცნონ, სად იწყება „კოგნიტური დაზარმაცება“ საკუთარ პრაქტიკაში;

• გამოიყენონ სასწავლო ტექნიკები, რომლებიც AI-ს აზროვნების პარტნიორად აქცევს;

• ჩამოაყალიბონ AI-სთან მუშაობის საკუთარი წესები.

📅 შეხვედრის თარიღი: 27 ნოემბერი 19:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 3 საათი

🔖 დასწრების საფასური: 60₾
🔖 სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორაციული შეთავაზება. 

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

📍 დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილზე
📍მისამართი: თინა იოსებიძის #57 

☎ დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40