საკუთარი თავის ძიება: მე და ჩემი სურვილი
გიორგი ჭანტურია-
სალონური შეხვედრა
-
4 თებერვალი
-
20:00
-
50 ₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, 🔗"თვითშემეცნება და ინდივიდუაცია" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: "საკუტარი თავის ძიება: მე და ჩემი სურვილი", რომელსაც ფსიქოთერაპევტი გიორგი ჭანტურია წარუძღვება.
🎓ლექცია ეძღვნება თვითძიების პროცესს როგორც არა ერთჯერად აღმოჩენას, არამედ უწყვეტ, დინამიკურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გზას. ფსიქოანალიტიკური პერსპექტივიდან განხილული იქნება იდეა, რომ „მე“ არ არის დასრულებული სტრუქტურა, რომელიც ერთხელ უნდა ვიპოვოთ, არამედ ცოცხალი, მუდმივად გარდამქმნელი პროცესი.
ლექციაზე გავაანალიზებთ იმ შინაგან მოლოდინებსა და სურვილებს, რომლებიც საკუთარ თავთან მიმართებაში გვქონია, და იმ დაძაბულობას, რომელიც ჩნდება ჩვენს იდეალურ „მე“-სა და რეალურ გამოცდილებას შორის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დაუმთავრებლობისა და ნაკლულობის განცდას როგორც არა პრობლემას, არამედ განვითარების მამოძრავებელ ძალას.
მონაწილეები გაეცნობიან იმას, თუ როგორ შეიძლება თვითძიება გადაიქცეს არა კრიზისად, არამედ რესურსად — პროცესად, რომელიც გვაძლევს მიმართულებას, აზრს და შიდა მოტივაციას ცვლილებისა და პიროვნული ზრდისათვის. ლექცია დაეხმარება მსმენელებს საკუთარი სურვილების უკეთ გააზრებაში, „მე“-ს მიმართ უფრო რეალისტური და მოქნილი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში და თვითგანვითარების პროცესის, როგორც ბუნებრივი და აუცილებელი მდგომარეობის მიღებაში.
📅 შეხვედრის თარიღი: 4 თებერვალი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖 დასწრების საფასური: 50₾
🔖 სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍მისამართი: თინა იოსებიძის #57
☎ დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40