
ბაზრის კვლევა, სეგმენტაცია, კონკურენტების ანალიზი
-
სალონური შეხვედრა
-
21 მაისი
-
სალექციო დღე: ოთხშაბათი
-
20:00 - 22:00
-
30₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
„სანამ ბიზნესის რეგისტრაციას გადაწყვეტთ" აზროვნების აკადემიისა და საქართველოს ბანკი ბიზნესის ერთობლივი ლექციათა ციკლია, სესიები დამწყებ მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, ბიზნესის რეგისტრაციამდე საჭირო ინფორმაცია მიიღონ. შეხვედრებს სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები უძღვებიან.
სესიების ფარგლებში მეორე შეხვედრა გაიმართება ჟუჟუნა ღვინოს” და „მილენიალ ჰაბის” თანადამფუძნებელ ვასკა ჩუბინიძესთან.
შეხვედრის თემა - „ბაზრის კვლევა, სეგმენტაცია, კონკურენტების ანალიზი“
იმისთვის, რომ ბრენდმა გამორჩეული პოზიცია დაიკავოს, მხოლოდ კარგი პროდუქტი არ არის საკმარისი — საჭიროა სიღრმისეული ცოდნა კონკურენტების, აუდიტორიისა და იმ გარემოს შესახებ, სადაც ბიზნესი ოპერირებს.
სესიის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მენეჯერებსა და დამფუძნებლებს მისცეს პრაქტიკული ინსტრუმენტები ბაზრის ეფექტური ანალიზისთვის: როგორ შეისწავლონ კონკურენტები და იპოვონ საკუთარი გამორჩეულობის წერტილი; როგორ წარმართონ კვლევის დიზაინი — იქნება ეს მასშტაბური პროექტი თუ მცირე რესურსიანი, საკუთარი ძალებით განხორციელებული კვლევა; და როგორ აღმოაჩინონ აუდიტორიის რეალური საჭიროებები, მოტივაციები და სიღრმისეული ინსაიტები.
სესია განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც აქვს ბიზნესიდეა და სურს დაიწყოს სწორი გზით – ნაბიჯ-ნაბიჯ, ექსპერტების რჩევებით, ლოკალურ რეალობაზე მორგებული მიდგომით.
შეხვედრის თარიღი: 21 მაისი 20:00 საათი
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
შეხვედრაზე დასწრების საფასური - 30₾
მოსწავლეებისთვის და ბაკალავრის სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) – 25% ფასდაკლება
შეხვედრაზე მიმდინარეობს ფოტო/ვიდეო გადაღება
კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
მისამართი: თინა იოსებიძის #57