აღწერა

ბრე(ი)ნდინგი: ანტისაბჭოთა დისციპლინა

ალექსი ჩიქოვანის მასტერკლასი
  • მასტერკლასი
  • 20 თებერვალი
  • 19:00
  • 80₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში გაიმართება ალექსი ჩიქოვანის მასტერკლასი თემაზე: "ბრე(ი)ნდინგი ანტისაბჭოთა დისციპლინა".

ბრენდი არის რადიკალური განსხვავებულობა, ხოლო ბრენდინგი - განსხვავებულობის შექმნისა და მიღწევის გზა. განსხვავებულობას სჭირდება გაბედვა. გაბედვას კი - შესაბამისი მენტალობა და ტვინწყობა: დამოუკიდებელი ფიქრი, პასუხისმგებლობის აღება, მომხმარებელზე - ადამიანებზე ფიქრი, მათი გათვალისწინება და პატივისცემა, დაფასება და სტრატეგიული სიმამაცე. ბრენდინგი უარყოფს სტანდარტულ „როგორც ყველა“ აზროვნებას და ცენტრალიზებულ „ერთი სიმართლის“ ლოგიკას. ბრენდი არ ემორჩილება სტანდარტებსა და დაკანონებულ სისტემას, ის მის წინააღმდეგ მიდის და თავად ქმნის წესებს, აზრს და მომავალს. რა გვიშლის ხელს? რა კვალი დაგვიტოვა საბჭოთა წყობამ? როგორ აისახა მუდმივი ომი დამპყრობლებთან ჩვენს მენტალობაზე, დამოკიდებულებებზე საქმის კეთების და საზოგადოდ ცხოვრების მიმართ, როგორ უნდა გავბედოთ: - განსხვავებულად ფიქრი; - განსხვავებულად მოქცევა; - განსხვავებულად კეთება; - ადამიანობა საქმეში. ამაზე აზროვნების აკადემიაში, 20 თებერვალს, ვისაუბრებთ.

📅 შეხვედრის თარიღი: 20 თებერვალი, 19:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 3 საათი

🔖 დასწრების საფასური: 80₾
🔖 სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორაციული შეთავაზება. 

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

📍 დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილზე 📍მისამართი: თინა იოსებიძის #57 

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40