
ბრენდინგი და კომუნიკაციის სტრატეგია-
მარიამ ბებიაშვილი-
სალონური შეხვედრა
-
11 ივნისი
-
სალექციო დღე: ოთხშაბათი
-
20:00 - 22:00
-
30₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
🔍 „სანამ ბიზნესის რეგისტრაციას გადაწყვეტთ“ — აზროვნების აკადემიისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი ლექციათა ციკლია. სესიები დამწყებ მეწარმეებს საშუალებას აძლევს, მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია ბიზნესის რეგისტრაციამდე 📋.
👥 ლექციათა ციკლის ფარგლებში მეხუთე შეხვედრა გაიმართება minds&marketing-ის დამფუძნებელ მარიამ ბებიაშვილთან თემაზე: „ბრენდინგი და კომუნიკაციის სტრატეგია“.
🌟 ლექცია შეეხება ბრენდის შექმნის პროცესს იდეიდან იდენტობამდე – როგორ ფორმირდება ბრენდის სტრუქტურა, როგორ განსაზღვრავს ის ბიზნესის ჩარჩოს, აუდიტორიას, შეთავაზებასა და ღირებულებებს. ვისწავლით, როგორ დავიწყოთ ბრენდინგი ბიზნეს იდეის ჩანასახშივე და როგორ ვაქციოთ იდეა ძლიერ, ღირებულებებზე დაფუძნებულ ბრენდად, რომლის გარშემოც ერთიანდებიან ადამიანები.
📅 შეხვედრის თარიღი: 11 ივნისი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖დასწრების საფასური - 30₾
🔖 სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40