აღწერა

დასვენება და ფსიქიკური ჯანმრთელობა

  • სალონური საუბრები
  • 24 მარტი
  • სალექციო დღე: სამშაბათი
  • 20:00 - 22:00
  • 50₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, 🔗"ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოლოგია"-ს ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: "დასვენება და ფსიქიკური ჯანმრთელობა",  ფსიქიატრი ქეთი სილაგაძე წარუძღვება.

საუბარი დაეთმობა ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს თანამედროვე სოციალური გარემოს პირობებში - რა არის დასვენების სწორი მნიშვნელობა და რატომ არ შეიძლება მისი აღქმა როგორც ფუფუნება.

ლექციაზე განვიხილავთ, როგორ აღვადგინოთ ფსიქიკური ენერგია, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს დასვენების უგულებელყოფას და რატომ წარმოადგენს ის პროდუქტიული და ჯანსაღი ცხოვრების აუცილებელ პირობას. რეალური მაგალითებისა და შემთხვევების ანალიზის საფუძველზე მონაწილეები შეძლებენ გადააფასონ საკუთარი დამოკიდებულება დასვენების მიმართ და დაინახონ მისი როლი პიროვნულ და პროფესიულ კეთილდღეობაში.

📅 შეხვედრის თარიღი: 24 მარტი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖დასწრების საფასური - 50₾
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40