აღწერა

დოსტოევსკი და ლეონარდო და ვინჩი (გენიოსთა ფსიქოანალიტიკური პორტრეტი)

რეზო კორინთელი
  • სალონური საუბრები
  • 7 ნოემბერი
  • სალექციო დღე: შაბათი
  • 20:00
  • 60₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: დოსტოევსკი და ლეონარდო და ვინჩი (გენიოსთა ფსიქოანალიტიკური პორტრეტი).

შეხვედრას ფსიქიატრი რეზო კორინთელი გაუძღვება და ორი გამორჩეული ისტორიული პიროვნების შინაგან სამყაროს, პიროვნულ თავისებურებებსა და ფსიქოლოგიურ პორტრეტებს ფსიქოანალიტიკური პერსპექტივიდან განიხილავს.

როგორ აისახება ადამიანის შინაგანი კონფლიქტები მის შემოქმედებაზე? რა ფსიქოლოგიური თავისებურებები განასხვავებს გამორჩეულ პიროვნებებს და როგორ უკავშირდება გენიოსის ბუნება მის აზროვნებასა და სამყაროს აღქმას? შეხვედრა მსმენელს შესაძლებლობას მისცემს, განსხვავებული კუთხით შეხედოს დოსტოევსკისა და ლეონარდო და ვინჩის პიროვნებებს და ჩაუღრმავდეს შემოქმედებასა და ადამიანის ფსიქიკას შორის არსებულ კავშირებს.

📅 შეხვედრის თარიღი: 7 ნოემბერი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖დასწრების საფასური - 60₾
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"

🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40