ძილი, მელატონინი და ბიოლოგიური საათი: როგორ მართავს ღამე ჩვენს ჯანმრთელობა
გუგა სიხარულიძე-
15 ივლისი
-
20:00
-
ხანგრძლივობა: 2-3 საათი
-
ფასი: 40 ლარი
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემიაში გაიმართება, სალონური საუბრები თემაზე:ძილი, მელატონინი და ბიოლოგიური საათი: როგორ მართავს ღამე ჩვენს ჯანმრთელობა, შეხვედრას ფსიქიატრი, გუგა სიხარულიძე წარუძღვება.
ძილი არ არის უბრალოდ დასვენება, ის ადამიანის ფიზიოლოგიური და ფსიქიკური ფუნქციონირების ფუნდამენტური, მაღალორგანიზებული პროცესია. ნეირონული ქსელების რეგენერაცია, ჰორმონული ჰომეოსტაზი, კოგნიტური კონსოლიდაცია და იმუნური პასუხი სწორედ იმ დროს წყდება, როდესაც ჩვენ „გათიშულები“ ვართ.
ლექციაზე ჩავუღრმავდებით ცირკადული რიტმების ნეირობიოლოგიურ მექანიზმებს და შევეხებით ჩვენს შინაგან „მთავარ საათს“ (SNC). განვიხილავთ, როგორ მოქმედებს მელატონინი არა მხოლოდ როგორც „ძილის ჰორმონი“, არამედ როგორც სინქრონიზაციის უმნიშვნელოვანესი მოლეკულური აგენტი.
გარდა სამეცნიერო თეორიისა, ვისაუბრებთ თანამედროვე ეპოქის გამოწვევებზე: როგორ ცვლის ციფრული ეკრანების ლურჯი შუქი, ქრონიკული სტრესი, დესინქრონოზი და სოციალური „ჯეტლაგი“ ჩვენს ევოლუციურად ჩამოყალიბებულ ბიოლოგიურ არქიტექტურას.
შეხვედრის მიზანია, სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ხელახლა აღმოვაჩინოთ ძილის ფენომენი და მივიღოთ პრაქტიკული, კლინიკურად დასაბუთებული ინსტრუმენტები ცხოვრების ხარისხისა და ფსიქოემოციური მდგრადობის გასაუმჯობესებლად.
📅თარიღი: 15 ივლისი
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖დასწრების საფასური - 40₾
🔖სკოლის მოსწავლეებისთვისა და სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40