ემოციური ინტელექტის პიროვნული განვითარების მოდელი
მაია ხოსიტაშვილი -
ტრენინგი
-
1 ივლისი
-
19:00
-
50₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემიაში გაიმართება ტრენინგი თემაზე: "ემოციური ინტელექტის პიროვნული განვითარების მოდელი", რომელსაც ფსიქოლოგი მაია ხოსიტაშვილი წარუძღვება
კვლევების თანახმად, თანამედროვე სამყაროში ინტელექტი, გონებრივი შესაძლებლობები და განათლება პიროვნული და პროფესიული წარმატების მიღწევისთვის ცალსახად აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი პირობაა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ემოციური ინტელექტის განვითარებას, იმ პიროვნულ და სამუშაო კომპეტენციებს, რომლებიც ემოციების გააზრებასთან, მართვასთან და ურთიერთობებში სწორად გამოყენებასთან არის დაკავშირებული.
სწორედ ამ თემას ეხება შეხვედრა. მონაწილეები, ერთი მხრივ, გაეცნობიან ემოციური ინტელექტის მოდელს და დაინახავენ, როგორ შეიძლება მისი პრაქტიკული გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში; მეორე მხრივ კი, შეხვედრის ფარგლებში შეძლებენ საკუთარი ემოციური ინტელექტის, ძლიერი მხარეებისა და განვითარების საჭიროებების შეფასებას.
📅 შეხვედრის თარიღი: 1 ივლისი 19:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 3 საათი
🔖 დასწრების საფასური: 50₾
🔖 სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორაციული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილზე 📍მისამართი: თინა იოსებიძის #57
☎ დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40