აღწერა

ენერგიის მართვა და პროდუქტიულობა

მაია ხოსიტაშვილი
  • ტრენინგი
  • 4 ივლისი
  • სალექციო დღე: პარასკევი
  • 19:00 - 22:00
  • 80₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში ტრენინგ-ციკლის, "პიროვნული და პროფესიული განვითარების" ფარგლებში გაიმართება ტრენინგი მაია ხოსიტაშვილთან თემაზე: "ენერგიის მართვა და პროდუქტიულობა"

🔍 ტრენინგის აღწერა

⚖️ სტრესულ სიტუაციებში პროდუქტიულობის შენარჩუნების უნარი, ასევე სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსის დაცვა, ხშირად უკავშირდება ისეთ გამოწვევებს, როგორიც არის: დატვირთული სამუშაო განრიგი, დროის ქრონიკული დეფიციტი, მუდმივი ცვლილებები და არასტაბილურობის განცდა, მაღალი ხარისხის პასუხისმგებლობა, კრიტიკული გადაწყვეტილებების მიღება, კრიზისული სიტუაციები, კომპლექსური სამუშაოს შესრულება, მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში ყოფნა და სხვა.

💤 ძირითადი გამოწვევაა დაღლისა და დასვენების დაბალანსება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ფსიქოგანათლების მიღება სტრესმედეგობასა და პროდუქტიულობის მართვის მექანიზმებზე, რაც ხელს შეუწყობს ცალკეული პიროვნების ფსიქო-ემოციურ გაძლიერებას, კეთილდღეობისა (Well-being) და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით.

🎯 ტრენინგის მიზანია მონაწილეთა ფსიქო-ემოციური გაძლიერება სტრესმედეგობისა (Resilience) და პროდუქტიულობის შესახებ ფსიქოგანათლების მიწოდების გზით, რაც მათ დაეხმარებათ კეთილდღეობისა (Well-being) და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მართვაში.

 

📅 შეხვედრის თარიღი: 4 ივლისი, 19:00 სთ

⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 3 საათი

 📍დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ  ადგილზე

🔖დასწრების საფასური - 80₾

🔖 სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"

🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

📍 მისამართი: იოსებიძის 57

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40