🤝შეხვედრის პარტნიორი - ავერსი ფარმა - Aversi Pharma
◼️ აზროვნების აკადემიაში "ლექციათა ციკლი - ექიმებისთვის" ფარგლებში გაიმართება შეხვედრა თემაზე: ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის ფსიქოლოგიური თავისებურებები, რომელსაც ფსიქიატრი, გოგი ნანეიშვილი წარუძღვება .
ლექცია შეეხება ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის ფსიქოლოგიურ საფუძვლებს და იმ ტრანსფორმაციას, რაც მედიცინამ განიცადა ბიოლოგიური მოდელიდან ბიოფსიქოსოციალურ მიდგომამდე. განხილულია, როგორ შეიცვალა პაციენტის აღქმა ობიექტიდან პიროვნებად, რომლის მდგომარეობაზეც გავლენას ახდენს არა მხოლოდ ფიზიოლოგიური, არამედ ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები.
ლექციის ფარგლებში გაანალიზდება, რატომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პაციენტის ხასიათის, ემოციური ფონისა და სოციალური გარემოს გათვალისწინება დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესში. მონაწილეები მიიღებენ გააზრებულ ხედვას, როგორ ჩამოყალიბდეს ეფექტური, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა ექიმსა და პაციენტს შორის და როგორ აისახება ეს მკურნალობის შედეგებზე.
🤝შეხვედრის პარტნიორი - ავერსი ფარმა - Aversi Pharma
📅 შეხვედრის თარიღი: 29 აპრილი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖დასწრების საფასური - 50₾
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40