გადაწყვეტილებების ფსიქოლოგია
-
სალონური საუბრები
-
31 მარტი
-
სალექციო დღე: სამშაბათი
-
20:00 - 22:00
-
50₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, 🔗"ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოლოგია"-ს ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: "გადაწყვეტილებების ფსიქოლოგია", რომელსაც ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი გიორგი ჭანტურია წარუძღვება.
შეხვედრაზე განხილული იქნება, როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რა ფსიქოლოგიური პროცესები მონაწილეობს და რა როლს თამაშობს არაცნობიერი ფაქტორები ჩვენს ქცევებსა და გადაწყვეტილებებში.
ლექცია შეეხება იმ მექანიზმებსაც, რომლებიც ხშირად შეუმჩნევლად მოქმედებს ჩვენს გადაწყვეტილებებზე - არაცნობიერი სქემები, ცხოვრებისეული სცენარები და წარსული გამოცდილებები. შეხვედრა დაეხმარება მსმენელს გააცნობიეროს, როგორ შეიძლება ეს ფაქტორები გავლენას ახდენდეს ჩვენს მოქმედებებსა და ცხოვრების მიმართულებაზე, ხშირად მაშინაც კი, როდესაც ჩვენ ამას ცნობიერად ვერ ვამჩნევთ.
📅 შეხვედრის თარიღი: 31 მარტი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖დასწრების საფასური - 50₾
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40