განათლების ფსიქოლოგიის კურსი
-
18 ლექცია
-
36 საათი
-
ფასი: 1200 ლარი
-
სერთიფიკატი
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
➡ აზროვნების აკადემიაში იწყება ახალი კურსი - განათლების ფსიქოლოგია.
◼ კურსის მიზანია სწავლების და შესწავლის პროცესის გაგება (გაუმჯობესება). განათლების ფსიქოლოგებმა ჩამოაყალიბეს მეცნიერება და მეთოდები, აგრეთვე ისინი ფსიქოლოგიის ცოდნასა და სხვა დისციპლინებს იყენებენ იმისთვის რომ შეისწაცლონ სწავლება და ათვისება ყოველდღიურ სიტუაციებში.
▶ კურსი განკუთვნილია:
• ფსიქოლოგებისთვის;
• პედაგოგებისთვის;
• კურსის თემატიკით დაინტერესებული ნებისმიერი მსურველისთვის.
▶ კურსი იძლევა პრაქტიკული ნაწილის გავლის შესაძლებლობას. თეორიული ნაწილის დასრულების შემდგომ, კურსის მანაწილეს, რომელსაც ექნება ფსიქოლოგიის ან/და ლიტერატურის მიმართულებით აკადემიური განათლება, სურვილის შემთხვევაში, გასაუბრების საფუძველზე შეუძლია გაიაროს სტაჟირება აზროვნების აკადემიის ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილი არაფორმალური განათლების მიმართულებაში.
სტაჟირება მოიცავს: აზროვნების აკადემიის ბავშვების/მოზარდების არაფორმალური განათლების მიმართულებით შეხვედრების მართვის სრულ ციკლში ჩართულობას (შეხვედრაზე დაკვირვება - დაგეგმვა, შეხვედრის ჩატარება, შეფასება- უკუკავშირის მიღება);
▶ პრაქტიკული ნაწილის გავლისას მონაწილეს სუპერვიზიას გაუწევს აზროვნების აკადემიის “საკვირაო სკოლის” შეხვედრის წამყვანი (პედაგოგი);
პრაქტიკული ნაწილის ხანგრძლივობა: 2 თვე, 10 საათი
◼ სალექციო დღეები - სამშაბათი, ხუთშაბათი, 20:00 საათი
▶ ლექციის ხანგრძლივობა 2-3 საათი
▶ კურსის ღირებულება: 1200 ₾
▶ კურსზე მოქმედებს 25 % ფასდაკლება პედაგოგებისთვის
▶ მისამართი: თ. იოსებიძის 57
- განათლების ფსიქოლოგია 1: ეფექტიანი სკოლები და წარმატებული მასწავლებლები, მასწავლებლობა, როგორც კარიერა. განვითარების ზოგადი პრინციპები - გარემოსა და გენეტიკის როლი განვითარებაში. ნატა ასათიანი
- განათლების ფსიქოლოგია 2: კვლევა და განათლება: დაკვირვება, შემთხვევის ანალიზი(case study), კორელაცია, ექსპერიმენტი, ტესტირება, ინტერვიუ, პროექციული და თვითშეფასების (თვითანგარიშის) მეთოდები. ნატა ასათიანი
- ლევ ვიგოტსკის სოციო-კულტურული თეორიის პრინციპები და მათი გამოყენება სწავლებისა და კოგნიტური განვითარებისათვის, სასწავლო პროცესის ფასილიტაცია - „სკაფოლდინგი “ -ხარაჩოს აღმართვისა და დამხმარე საშუალებათა სისტემის ეფექტიანი გამოყენება. ნატა ასათიანი
- ბიჰევიორიზმი და სოციალური დასწავლა სკინერის ოპერანტული დასწავის პრინციპების გამოყენება სასწავლო პროცესისა და ქცევის მართვაში, პოზიტიური აღზრდა. მოდელი და მასზე დაკვირვებით სწავლა. ა. ბანდურას სოციალურ-კოგნიტური მიდგომის გამოყენება სწავლისა და ქცევის თვითრეგულაციაში. ლელა ტყეშელაშვილი
- ემოციური ინტელექტი. მარინა კაჭარავა
- სწავლებისადმი ჰუმანისტური მიდგომა - კარლ როჯერსისა და აბრაჰამ მასლოუს ჰუმანისტური პრინციპების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში. დიმიტრი უზნაძის, მარია მონტესორის, ჯონ დიუის, დევიდ პერკინსის პედაგოგიური შეხედულებები და მათი გამოყენება. ლელა ტყეშელაშვილი
- სოციალური და ზნეობრივი განვითარება -ფსიქო - სოციალური განვითარების სტადიები ერიკ ერიკსონის მიხედვით, ადამიანის ზნეობრივი განვითარება ჟ. პიაჟესა და ლ.კოლბერგის თეორიების მიხედვით, მათი გამოყენება სწავლებისა და აღზრდის პროცესში - კონკრეტული რეკომენდაციები. ქეთევან აბდუშელიშვილი
- კონსტრუქტივიზმი და დირექტიული სწავლება - სწავლების ტრადიციული და თანამედროვე მეთოდები: დირექტიულობა, კონსტრუქტივიზმი და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება. სწავლა აღმოჩენების გზით - ჯერომ ბრუნერის თეორია. ნინო ბუაძე
- აკადემიური მიღწევები და შეფასება - განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება, სასწავლო მიზნების მიღწევის შეფასება ბლუმისა და სოლო ტაქსონომიების მეშვეობით, შეფასების მეთოდები (გამოკითხვა, ტესტირება, ესსე და სხვ.) შეფასების ალტერნატიული მეთოდები თანამედროვე განათლების სისტემაში. ნინო ბუაძე
- მოტივაცია და სასწავლო პროცესში ჩართულობა - შინაგანი და გარეგანი მოტივები, ეფექტური უკუკავშირისა და შექების სტრატეგიები. ნინო ბუაძე
- მოტივთა იერარქია - მასლოუს პირამიდა და მისი გამოყენება საკლასო ოთახში. მიღწევის მოტივაცია, კონტროლის შინაგანი და გარეგანი ლოკუსი, წარმატებისა და მარცხის ატრიბუცია - ექსტერნალები და ინტერნალები. სასკოლო შფოთვა და მისი გავლენა მოტივაციაზე. ნინო ბუაძე
- ადამიანის კოგნიტური განვითარების პრინციპები ჟან პიაჟეს მიხედვით. თეორიის მნიშვნელობა განათლების ფსიქოლოგიისათვის, მისი გამოყენება სწავლა - სწავლების პროცესში. ქეთევან აბდუშელიშვილი
- ნარების განვითარება როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება - აზროვნებისა და მეხსიერების განვითარების კოგნიტური სტრატეგიები. მეტაკოგნიცია -სწავლის სწავლა, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარება სწავლა-სწავლების პროცესში. ინტელექტი და კრეატიულობა, ჰოვარდ გარდნერის მრავლობითი ინტელექტის თეორია, ინტელექტის ტიპი და სწავლის სტილი - სწავლება დიფერენცირებული მიდგომით. სოციო-ემოციური სწავლება და მისი მეთოდები. ლელა ტყეშელაშვილი
- სტრესი, ემოციური გადაწვა. მარინა კაჭარავა
- საკლასო ოთახის მენეჯმენტი - სასწავლო პროცესის მართვის სხვადასხვა სტილი, ქცევის მართვა და თვითრეგულიაცია. ქეთევან ოსიაშვილი
- ინკლუზიური განათლების პრინციპები - განსაკუთრებული მოსწავლეები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები: სენსორული, სოციო-ემოციური, ქცევითი, დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეების სწავლება: ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის სინდრომი, აუტიზმის სპექტრი, კოგნიტური განვითარების პრობლემები. ქეთი მაყაშვილი
- ინკლუზიური განათლების პრინციპები - განსაკუთრებული მოსწავლეები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები: სენსორული, სოციო-ემოციური, ქცევითი, დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეების სწავლება: ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის სინდრომი, აუტიზმის სპექტრი, კოგნიტური განვითარების პრობლემები. ქეთი მაყაშვილი