ჯემალ ქარჩხაძის "იგი"
ანა ქირია-
22 მაისი
-
სალექციო დღე: პარასკევი
-
დასაწყისი: 20:00
-
40₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის: "ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედება" ფარგლებში გაიმართება შეხვედრა მწერლის მოთხრობაზე: "იგი", რომელსაც ფილოლოგიის დოქტორი, ფილოსოფოსი ანა ქირია წარუძღვება.
ჯემალ ქარჩხაძის „იგი“ არის სიმბოლურ-ალეგორიული მოთხრობა, რომელიც პრეისტორიული ადამიანის ისტორიას იყენებს, როგორც მეტაფორას ადამიანის შინაგანი განვითარების გამოსახატავად, სწორედ აღნიშნულ კონტექსტში ქართულ ლიტერატრუაში მას გამორჩეული ადგილი უჭირავს.
ტექსტში აღწერილი „იგი“ არ არის მხოლოდ პირველყოფილი არსება, ის არის ადამიანის ზოგადი სახე, რომელიც გზას გადის ინსტინქტური არსებობიდან თვითშეგნებულ პიროვნებამდე. ქარჩხაძე ამ ფორმით გვიჩვენებს ადამიანის ცნობიერების დაბადებას: როგორ სწავლობს „იგი“ ფიქრს, სამყაროს აღქმას, საკუთარ თავსა და სხვებს შორის განსხვავების დანახვას.
მოთხრობა ალეგორიულად ასახავს ადამიანის ევოლუციას არა მხოლოდ ბიოლოგიური, არამედ სულიერი და გონებრივი თვალსაზრისით. ბუნება და პრეისტორიული გარემო აქ სიმბოლური სივრცეა, სადაც იბადება აზროვნება, ენა, ემოცია და ინდივიდუალობა, რწმენა და გრძნობა.
📅 შეხვედრის თარიღი: 22 მაისი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖დასწრების საფასური - 40₾
🔖 სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40