"კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა
ანა ქირია-
სალონური საუბრები
-
2 აპრილი
-
სალექციო დღე: ხუთშაბათი
-
20:00 - 22:00
-
30₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, 🔗"გურამ დოჩანაშვილის ცხოვრება და შემოქმედება" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები გურამ დოჩანაშვილის მოთხრობაზე: "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა", რომელსაც ფილოლოგიის დოქტორი, ფილოსოფოსი ანა ქირია წარუძღვება.
საუბარი ეფუძნება გურამ დოჩანაშვილის ამავე სახელწოდების ცნობილ მოთხრობას, რომელიც ქართულ ლიტერატურაში განსაკუთრებული ემოციური და ფილოსოფიური დატვირთვით გამოირჩევა და მრავალი თაობისთვის ლიტერატურის სიყვარულის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.
ლექციის განმავლობაში საუბარი შეეხება როგორც თავად დოჩანაშვილის პიროვნებასა და მის შემოქმედებით სამყაროს, ისე ამ მოთხრობის სხვადასხვა ინტერპრეტაციას. შეხვედრის მიზანია დაფიქრება ლიტერატურის მნიშვნელობაზე ადამიანის ცხოვრებაში. რატომ გვჭირდება წიგნები, როგორ იბადება ლიტერატურისადმი სიყვარული და რა გზებით შეიძლება მისი გაზიარება სხვებისთვის. ეს შეხვედრა ერთგვარი ომაჟია არა მხოლოდ დოჩანაშვილისადმი, არამედ ლიტერატურისადმი პატივისცემისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისთვისაც კითხვა ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.
📅 შეხვედრის თარიღი: 2 აპრილი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖დასწრების საფასური - 30₾
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40