აღწერა
კომპლექსების თემა ფროიდი იუნგი რეზო კორინთელი

კომპლექსების თემა ფროიდთან და იუნგთან

რეზო კორინთელი
  • სალონური შეხვედრა
  • 25 იანვარი
  • 20:00
  • 40 ₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

▶ლექცია შეეხება კომპლექსებს, განიხილება მათი გამომწვევი მიზეზები, სიმბოლიკა და გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე, ფროიდისა და იუნგის თეორიების მიხედვით

🌀ფროიდის მიხედვით, კომპლექსები ინდივიდის არაცნობიერ ფსიქიკურ პროცესებში ფესვიანდება და ძირითადად ბავშვობის გამოცდილებებს უკავშირდება. მისი ყველაზე ცნობილი კონცეფციაა "ოიდიპოსის კომპლექსი," რომელიც აღწერს ბავშვის არაცნობიერ დაპირისპირებას მშობლებთან.

🌒იუნგი კომპლექსებს განიხილავს როგორც არაცნობიერ ფსიქოლოგიურ ენერგიების სისტემებს, რომლებიც ტრავმის, ემოციებისა და გამოცდილებების შედეგია. სწორედ ეს თემები იქნება განხილული ლექციაზე: კომპლექსების თემა ფროიდთან და იუნგთან

📅 შეხვედრის თარიღი: 25 იანვარი, 20:00 სთ

⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖დასწრების საფასური - 40₾

🔖 სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"

🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

📍 მისამართი: იოსებიძის 57

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40