
კვებითი დამოკიდებულება
-
სალონური შეხვედრა
-
3 ივნისი
-
სალექციო დღე: სამშაბათი
-
20:00 - 22:00
-
50₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, "მენტალური ჯანმრთელობის" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები გიორგი ჭანტურიასან თემაზე: "კვებითი დამოკიდებულება"
ლექციაში განვიხილავთ კვებით დამოკიდებულებას და კვებით აშლილობებს, მათ შორის ბულიმიასა და ანორექსიას, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ემოციური კვებით გამოწვეულ გადაჭარბებულ კვებით ქცევას. ეს მდგომარეობა თანამედროვე ფსიქოსომატური დაავადებების ერთ-ერთ ძირითად გამოვლინებად ითვლება და მჭიდრო კავშირშია ფსიქიკურ, ბიოლოგიურ და სოციალურ პროცესებთან.
საუბრის ფარგლებში განვიხილავთ:
რა არის ემოციური კვება და როგორ ვითარდება
რომელი ფსიქოლოგიური მექანიზმები განაპირობებს კვებით დამოკიდებულებას
როგორ მოვახდინოთ ამ მდგომარეობის ამოცნობა და მართვა
რა მიდგომებია ეფექტური პრევენციისა და მკურნალობისთვის
ლექცია განკუთვნილია ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია კვებითი ქცევების ფსიქოლოგიური საფუძვლებით და იმ გავლენებით, რომლებიც ემოციურ მდგომარეობასა და კვებით აქტივობას შორის არსებობს.
📅 შეხვედრის თარიღი: 3 ივნისი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖დასწრების საფასური - 50₾
🔖 სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
🤝 შეხვედრის პარტნიორი - აზროვნების აკადემიის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი - ინტეგრა