აღწერა

მამის არქეტიპი და მისი გავლენა პიროვნების ჩამოყალიბებაზე

რეზო კორინთელი
  • 21 ივნისი
  • 20:00
  • ხანგრძლივობა: 2-3 საათი
  • ფასი: 50 ლარი
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ 21 ივნისს მამების დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, აზროვნების აკადემიაში გაიმართება, სალონური საუბრები თემაზე: მამის არქეტიპი და მისი გავლენა პიროვნების ჩამოყალიბებაზე, შეხვედრას ფსიქიატრი, ფსიქოანალიტიკოსი რეზო კორინთელი წარუძღვება.

 

👨‍👧 მამის როლი ბავშვის ცხოვრებაში მხოლოდ მატერიალური უზრუნველყოფით არ შემოიფარგლება. თანამედროვე ფსიქოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ მამის ჩართულობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის თვითშეფასებაზე, ემოციურ რეგულაციაზე, დამოუკიდებლობის განვითარებასა და სოციალურ ურთიერთობებზე.

🧭 ლექციაზე განვიხილავთ მამის არქეტიპს, იმ ფსიქოლოგიურ სახეს, რომელიც სხვადასხვა კულტურასა და ეპოქაში განსხვავებული ფორმით გვხვდება და რომელიც ავტორიტეტთან, დაცულობასთან, საზღვრებთან, პასუხისმგებლობასა და სამყაროსთან ურთიერთობასთან არის დაკავშირებული.

✨ ლექცია საინტერესო იქნება როგორც მშობლებისთვის, ისე ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ოჯახური ურთიერთობების, პიროვნული განვითარების და ფსიქოლოგიური არქეტიპების გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე.

📅თარიღი: 21ივნისი
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖დასწრების საფასური - 50₾
🔖სკოლის მოსწავლეებისთვისა და სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40