მეწარმეობა ახალ რეალობაში
ვახო ნიკოლავა-
სალონური საუბრები
-
19 ნოემბერი
-
სალექციო დღე: ხუთშაბათი
-
20:00
-
60₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ 19 ნოემბერს, 20:00 საათზე, აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური შეხვედრა სამშენებლო კომპანია „ნიკოლმანის“ დამფუძნებელ, ვახო ნიკოლავასთან.
შეხვედრაზე ვისაუბრებთ ბიზნესის დაწყების, განვითარებისა და მართვის მნიშვნელოვან ასპექტებზე, იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რომლებსაც მეწარმეები ბიზნესსაქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე აწყდებიან.
ვახო ნიკოლავა მონაწილეებს საკუთარ ბიზნესგამოცდილებას გაუზიარებს და განიხილავს საკითხებს, რომლებიც განსაკუთრებით საინტერესო იქნება დამწყები მეწარმეებისთვის, სტარტაპერებისა და ბიზნესით დაინტერესებული ადამიანებისთვის.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართება და მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან კითხვები, ჩაერთონ დისკუსიაში და მიიღონ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული რჩევები.
📅 შეხვედრის თარიღი: 19 ნოემბერი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖დასწრების საფასური - 60₾
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40