აღწერა

ფილოსოფიის თავისებურება მამარდაშვილის პირადი ჩანაწერების მიხედვით

  • სალონური საუბრები
  • 28 ოქტომბერი
  • სალექციო დღე: პარასკევი
  • 20:00 - 22:00
  • 30₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში მერაბ მამარდაშვილის  ლექციათა ციკლის ფარგლებში  ლაშა ხარაზი  წაიკითხავს ლექციას თემაზეფილოსოფიის თავისებურება მერაბ მამარდაშვილის პირადი ჩანაწერების მიხედვით.


ლექციის ფარგლებში, განხილული იქნება მერაბ მამარდაშვილის პირადი ჩანაწერები და ის მნიშვნელოვანი ფილოსოფიური შეკითხვები და იდეები, რომელსაც მოიცავს აღნიშნული ჩანაწერები, ვისაუბრებთ მის ბიოგრაფიულ ელემენტებზე, იდეებზე, ფილოსოფიურ-ონტოლოგიურ საზრისებზე, რომლებიც სიღრმისეულ აზრებს გვაწვდის მერაბ მამარდაშვილზე, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფილოსოფიურ ფიგურაზე.განხილული იქნება მერაბ მამარდაშვილისეული პერსპექტივა ფილოსოფიის თავისებურების შესახებ.  ლექციის ფარგლებშივე გვექნება შესაძლებლობა გავაზიაროთ ჩვენივე დაკვირვებები და მოსაზრებები თემის გარშემო წამოჭრილი საკითხებისა და იდეების შესახებ. 

  • 📅 შეხვედრის თარიღი: 28 ოქტომბერი, 20:00 სთ

    ⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
    📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

    🔖დასწრების საფასური - 30₾
    🔖 სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"

    🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

    📍 მისამართი: იოსებიძის 57
    ☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40