ფსიქოლოგიის
დარგები და ძირითადი მიმართულებები
ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსი (მოდული II)
-
12 ლექცია
-
დასაწყისი: 15 იანვარი
-
20:00 საათი
-
ფასი: 785 ლარი
-
სერთიფიკატი
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
ფსიქოლოგიის დარგები და მისი ძირითადი მიმართულებები
აზროვნების აკადემია აცხადებს რეგისტრაციას ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსის მეორე მოდულზე: "ფსიქოლოგიის დარგები და მისი ძირითადი მიმართულებები". კურსზე შეისწავლით როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოგადგებათ.
📚 მოდულის მიმოხილვა
მოდული აერთიანებს ფსიქოლოგიის ძირითად დარგებს: სოციალური, განათლების, პიროვნების, განვითარების, ნეირო-, კლინიკურ და ინდუსტრიულ-ორგანიზაციულ ფსიქოლოგიას. თითოეული მიმართულება განიხილება როგორც დამოუკიდებელი ჩარჩო, მაგრამ პარალელურად ეწყობა ერთიანი სურათი, თუ როგორ მუშაობს ადამიანი ინდივიდუალურ, სოციალურ და ორგანიზაციულ დონეებზე.
კურსის განმავლობაში მონაწილეები ეცნობიან:
ადამიანის ქცევის, აზროვნებისა და ემოციური რეაქციების მეცნიერულ ახსნებს;
განვითარების ეტაპებს ბავშვობიდან ზრდასრულობამდე და მათ ფსიქოლოგიურ თავისებურებებს;
ფსიქიკური აშლილობების თანამედროვე ხედვებსა და თერაპიულ მიდგომებს (CBT და მედიტაციაზე დაფუძნებული პრაქტიკები);
ტვინის ფუნქციონირებასა და კოგნიტურ პროცესებს ნეიროფსიქოლოგიის ჭრილში;
სამუშაო გარემოში ქცევის, მოტივაციისა და გადაწყვეტილებების ფსიქოლოგიურ ლოგიკას;
კვლევის მეთოდებს რეალური, გახმაურებული ფსიქოლოგიური კვლევების ანალიზის საფუძველზე.
მოდული აგებულია პრაქტიკულ ლოგიკაზე: თითოეული თემა გაძლევთ ინსტრუმენტებს, რომლებიც გამოსადეგია ყოველდღიურ ცხოვრებაში: ურთიერთობებში, სწავლაში, მუშაობაში, საკუთარი თავის უკეთ გააზრებაში და სხვების ქცევის წაკითხვაში.
🎓 სწავლების მეთოდები
ინტერაქტიური ლექციები და დისკუსიები
პრაქტიკული მაგალითები რეალური ცხოვრებიდან
ექსპერიმენტების განხილვა - ისტორიული და თანამედროვე
👥 ვისთვის არის ეს კურსი?
სტუდენტებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ ფსიქოლოგიის შესწავლას;
ისეთი სფეროების წარმომადგენლებისათვის, ვისთვისაც ფსიქოლოგია საჭირო სფეროს წარმოადგენს;
ყველასთვის, ვისაც სურს ადამიანების ბუნების შესწავლა.
📅 დაწყების თარიღი: 15 იანვარი
📅 ლექციები გაიმართება კვირაში ერთხელ 20:00 საათზე (დღეები იხილეთ სილაბუსში)
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2–3 საათი
💻 დასწრება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც
🔖 მოსწავლეებისთვის და ბაკალავრის სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება
🔖 მოდულის ღირებულება – 785₾
📃 კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: თინა იოსებიძის #57
☎ დამატებითი ინფორმაცია: 0322 15 15 40
მოდული მოიცავს 12 ლექციას:
მოდული II: ფსიქოლოგიის დარგები და მიმართულებები
ლექცია 1 — 15 იანვარი | ზურა მხეიძე — სოციალური ფსიქოლოგია
ლექცია 2 — 19 იანვარი | ზურაბ ვახანია — განათლების ფსიქოლოგია
ლექცია 3 — 2 თებერვალი | რამაზ საყვარელიძე — პიროვნების ფსიქოლოგია
ლექცია 4 — 9 თებერვალი | ირინა ტაბუციძე — განვითარების ფსიქოლოგია I
ლექცია 5 — 16 თებერვალი | ირინა ტაბუციძე — განვითარების ფსიქოლოგია II
ლექცია 6 — 23 თებერვალი | თინათინ ბანძელაძე — კვლევის მეთოდები ფსიქოლოგიაში
(გახმაურებული ფსიქოლოგიური კვლევების მიხედვით)
ლექცია 7 — 2 მარტი | მაია მაჭავარიანი — ნეიროფსიქოლოგია I
ლექცია 8 — 9 მარტი | მაია მაჭავარიანი — ნეიროფსიქოლოგია II
ლექცია 9 — 16 მარტი | მაია ხოსიტაშვილი — ინდუსტრიული და ორგანიზაციული ფსიქოლოგია I
ლექცია 10 — 23 მარტი | მაია ხოსიტაშვილი — ინდუსტრიული და ორგანიზაციული ფსიქოლოგია II
ლექცია 11 — 30 მარტი | ანა ღვინიანიძე — კლინიკური ფსიქოლოგია: ფსიქიკური აშლილობები და მათი მკურნალობა (კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია)
ლექცია 12 — 6 აპრილი | რეზო კორინთელი — კლინიკური ფსიქოლოგია: მედიტაციის წინამძღვრებზე დაფუძნებული მიდგომები ფსიქოთერაპიაში