აღწერა
ფსიქოპათია
სოსო დოლიძე-
სალონური შეხვედრა
-
16 ივნისი
-
20:00
-
30₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე „ფსიქოპათია", რომელსაც ფსიქოთერაპევტი სოსო დოლიძე წარუძღვება.
ფსიქიკის კვლევის დროს, ნორმასა და პათოლოგიას შორის განსხვავება, თვისებრივთან ერთად, რაოდენობრივიცაა. ყველა ადამიანში არსებობს ე. წ. ბნელი მხარე, რომელიც მოიაზრებს ანტისოციალურ ტენდენციებს და სოციალური ნორმებიდან გადახრას. ადამიანი თავის ანტისოციალურ ქცევას სხვადასხვანაირად გამოხატავს, ზოგი პირდაპირი, ზოგიც კი ირიბი, გადამუშავებული ფორმით. კულტურა, აღზრდა, ტრადიციები, რელიგია თუ საზოგადოებრივი მორალი გვასწავლის თუ როგორ გავუმკლავდეთ ჩვენში ანტისოციალურ მხარეს.
არსებობენ ადამიანები, რომელთა ანტისოციალური ქმედებები "ნორმის" ფარგლებს სცდება და ხდება მათი ქცევის წარმმართველი, ასეთ დროს შესაძლოა, რომ ის მისი სიმპტომი კი არა, ფსიქიკური სტრუქტურის ბირთვის ნაწილი იყოს. პიროვნული აშლილობების ფსიქიატრიული სახელმძღვაბელოებს თუ დავეყრდნობით, ასეთ შემთხვევას ანტისოციალურ პიროვნულ აშლილობას უწოდებენ. ამ აშლილობას ჟარგონულად და ყველასთვის გასაგებ ენაზე ფსიქოპატია ეწოდება, რომელიც მოიაზრებს ზემოთხსენებულ დიაგნოზს, მაგრამ უფრო ფართო მნიშვნელობით გამოიყენება და უფრო პიროვნების ფსიქიკური კონსტრუქტის აღსაწერად ხმარობენ.

ლექციაზე შევეხებით ადამიანის ანტისოციალურ მხარეს, ნორმიდან დაწყებული პათოლოგიით დამთავრებული. შევეცდებით არა მხოლოდ ჩამოვთვალოთ თუ ფსიქოპათიას რა ახასიათებს, არამედ სიღრმის ფსიქოლოგიის კონტექსტში შევეცდებით იმის ახსნას, თუ რა ფაქტორები იწვევს ადამიანში ანტისოციალური ტენდენციების ჩამოყალიბებას.
📅 შეხვედრის თარიღი: 16 ივნისი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
🔖 დასწრების საფასური: 30₾
🔖 სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორაციული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილზე
📍მისამართი: თინა იოსებიძის #57
☎ დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
კატეგორია: მიმდინარე სალონური საუბრები, სალონური საუბრები